კაკალი რძისებრი სიმწიფის ფაზაში, შეგროვებული ივნისის თვეში, ნამდვილი საგანძურია ჩვენი ჯანმრთელობისთვის!
კაკლის მწვანე ნაყოფი შეიცავს საკმაოდ დიდი რაოდენობით C, B1, B2, P და E ვიტამინებს, კაროტინებსა და ორგანულ მჟავებს. როგორც მოგეხსენებათ, თითოეული ეს ნივთიერება აუცილებელია ჩვენი ორგანიზმის გამართული მუშაობისთვის.
გარდა ყოველივე ზემოთ თქმულისა, კაკლის მოუმწიფებელი მწვანე ნაყოფი მდიდარია გალიუმის მჟავით, კუმარინებით, კაროტინებითა და ორგანული მჟავებით. ამ საოცარი შემადგენლობის ხარჯზე, მოცემული პროდუქტი, უფრო კონკრეტულად კი მისგან დამზადებული ნაყენები ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს ხალხურ მედიცინაში.
ტრადიციული მედიცინის მიმდევრები ირწმუნებიან, რომ ამ საშუალებას, რომლის დამზადებასაც და გამოყენებას დღევანდე სტატიაში გასწავლით, 100-ზე მეტი დაავადების განკურნება შეუძლია.
მწვანე კაკლის ნაყენი
ინსტრუქცია:
1. კარგად გარეცხეთ კაკლის მწვანე ნაყოფი.
2. აიღეთ ლიტრიანი ქილა და შეავსეთ ის ნახევრამდე წვრილად დაჭრილი მწვანე კაკლით.
3. დაასხით იმ რაოდენობით არაყი, რომ ქილა ბოლომდე გაივსოს. კარგად დააფარეთ თავსახური და მიღებული საშუალება დააყოვნეთ ბნელ ადგილას 1 თვის განმავლობაში. პერიოდულად აუცილებლად კარგად შეანჯღრიეთ ქილის შიგთავსი.
4. ერთი თვის შემდეგ გადაწურეთ ეს საშუალება და მიღებული სითხე გაანაწილეთ მუქი ფერის ბოთლებში. შეინახეთ მაცივარში.
სამკურნალო ნაყენი უნდა ჩაამატოთ ნახევარ ჩაის ჭიქა წყალში 1 ჩაის კოვზის ოდენობით და მიირთვათ ჭამამდე 30 წუთით ადრე.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა – 10 დღე. ერთი კურსის ჩატარების შემდეგ უნდა გააკეთოთ 10 დღიანი შესვენება და შემდეგ კვლავ შეუდგეთ მის მიღებას.
კაკლის ნაყენის სასარგებლო გავლენა ჩვენს ორგანიზმზე
- მწვანე კაკლის ნაყენი არაჩვეულებრივია კუჭისა და ნაწლავების ლორწოვანი გარსის ანთების დროს.
- ამ საშუალებას ხშირად იღებენ დიარეის, ავიტამინოზისა და ქრონიკული ეგზემის სამკურნალოდ.
- ის არაჩვეულებრივია პაციენტებისთვის, რომელთაც სისხლის წითელი უჯრედების დეფიციტი აღენიშნებათ.
- მოცემული ნაყენი საგრძნობლად ამსუბუქებს უსიამოვნო შეგრძნებებსა და სიმპტომებს პოდაგრის დროს.
- მწვანე კაკლის ნაყენი ამაღლებს ჩვენი ორგანიზმის თავდაცვით ძალებს.
- გარდა ამისა, ეს საშუალება არაჩვეულებრივად წმენდს სისხლს და მისთვის დამახასიათებელია ანტისკლეროზული ეფექტი.
- თუ რევმატიზმი, ათეროსკლეროზი ან ჰიპერტონია გაწუხებთ, გირჩევთ, აუცილებლად მიიღოთ კაკლის ნაყენი.
კვანძოვანი ჩიყვი
100 გრამ წვრილად დაქუცმაცებულ რძისეფრი სიმწიფის ფაზაში მყოფ მწვანე კაკალს დაასხით ნახევარი ლიტრი ხარისხიანი არაყი, დააყოვნეთ ბნელ და თბილ ადგილას 10 დღის განმავლობაში და შემდეგ გადაწურეთ სუფთა ჭურჭელში. კვანძოვანი ჩიყვის სამკურნალოდ მზა საშუალება უნდა მიიღოთ 1 ჩაის კოვზის ოდენობით დღეში 3-ჯერ, საკვების მიღებებს შორის არსებულ შუალედებში.
თუ სისხლის წნევის დარეგულირება, გულის დაავადებების, დიარეის, გასტრიტის, დიფუზური ჩიყვის მკურნალობა და დიაბეტის დროს მდგომარეობის საგრძნობლად გაუმჯობესება გსურთ, მოამზადეთ შემდეგი ნაყენი:
მუქი ფერის მინის ბოთლში ჩაყარეთ წვრილად დაქუცმაცებული 50 გრამი მწვანე კაკალი, დაასხით ნახევარი ლიტრი ხარისხიანი არაყი და დააყოვნეთ 2 კვირით მზიან ადგილას. პერიოდულად აუცილებლად კარგად შეანჯღრიეთ.
2 კვირის შემდეგ გადაწურეთ ნარევი და მზა საშუალება მიირთვით 1 სუფრის კოვზის ოდენობით დღეში 3-ჯერ, ჭამიდან რამდენიმე წუთის გასვლის შემდეგ. კურსის ხანგრძლივობა – სრულ გამოჯანმრთელებამდე.
უკუჩვენებები
ისევე როგორც ნებისმიერი სამკურნალო საშუალებისთვის, მწვანე კაკლის ნაყენისთვის დამახასიათებელია გარკვეული უკუჩვენებები. ფარისებრი ჯირკვლის მომატებული ფუნქიონირების, ორსულობისა და ლაქტაციის დროს თქვენ ამ საშუალების მიღება გეკრძალებათ.
ახლა თქვენ უკვე იცით, თუ რამდენად სასარგებლოა მწავნე კაკლის ნაყენი ჩვენი ჯანმრთელობისთვის. გაუზიარეთ სტატია თქვენს მეგობრებსაც, ისინი მადლიერები დარჩებიან. გისრუვებთ ჯანმრთელობას!