2 პროცედურაა საკმარისი, რათა თმის ცვენა წარსულში დარჩეს, მისი მოცულობა კი 2-ჯერ გაიზარდოს

4088

თმის ცვენა საკმაოდ დიდ ხნის განმავლობაში მაწუხებდა. მიუხედავად მრავალი საშუალების გამოცდისა (სპეციალური შამპუნები, გელები, ნიღბები და ა.შ.), პრობლემას ვერაფრით ვუმკლავდებოდი. დროთა განმავლობაში ჩემი თმის საფარი შეთხელდა და თმის ცვენა კიდევ უფრო ინტენსიურად დამეწყო, რაც ჩემს თვითშეფასებაზე საგრძნობლად მოქმედებდა.

მეგობარმა, რომელიც არც თუ ისე დიდი ხნის წინ ანალოგიური პრობლემისგან იტნაჯებოდა, ერთი საოცარი საშუალების შესახებ მიამბო. მართალია, თავიდან სკეპტიკურად განვეწყვე, თუმცა აღარაფერს ვკარგავდი, ის საკუთარ თავზე გამოვცადე და შედეგითაც კმაყოფილი დავრჩი! ამ საშუალების რეგულარული გამოყენებიდან მართლაც მინიმალურ დროში თმის ცვენა საერთოდ შემიჩერდა, მისი საფარი მოცულობაში დაახლოებით 2-ჯერ გაიზარდა და გაცილებით ჯანსაღი იერსახეც შეიძინა. ამ რჩევისთვის მეგობრას დღემდე ვემადლიერები!

როგორ დავამარცხოთ თმის ცვენა

დაგჭირდებათ:

  • 1 ამპულა ვიტამინ B6
  • 1 ამპულა ვიტამინ B12
  • 1 გრამი ვიტამინ C (იყიდება პაკეტების სახით)
  • 2 ს.კ. ქოქოსის ან თალგამის ზეთი
  • 2 ს.კ. წყლის აბაზანაზე შემთბარი თაფლი
  • 2 ს.კ. თმის ნებისმიერი ბალზამი

ინსტრუქცია: 

საშუალო ზომის ჭურჭელში ვათავსებთ ყველა ინგრედიენტს და ვურევთ კარგად ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მზა საშუალება უნდა წავისვათ კარგად მთელ თმაზე და თავის კანზე, დავიტოვოთ სამოქმედოდ 1 საათით და შემდეგ დავიბანოთ თავი უბრალო შამპუნით. მასა, რომელიც დაგრჩებათ, გადაიტანეთ პატარა ქილაში და შეინახეთ მაცივარში.

კვირაში 2 პროცედურა სავსებით საკმარისი იქნება, რათა დაამარცხოთ თმის ცვენა, გაიზარდოთ თმის საფარი მოცულობაში, მიანიჭოთ დამატებითი ბზინვარება და სილამაზე. შედეგით აუცილებლად კმაყოფილი დარჩებით!

გაუზიარეთ სტატია თქვენს მეგობრებსაც, ისინი მადლიერები დარჩებიან. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!