
გთავაზობთ ძალიან გემრიელი, ფუმფულა და ნაზი ომლეტის რეცეპტს. ომლეტს ამზადებთ ღუმელში.
საჭირო ინგრედიენტები:
- კვერცხი
- რძე
- მარილი გემოვნებით
- კარაქი
ფუმფულა ომლეტის მოსამზადებლად აუცილებლად უნდა დაიცვათ რამდენიმე წესი:პირველი, ინგრედიენტების პროპორციები:
1 კვერცხზე დაგჭირდებათ 50 მლ რძე.
მეორე, არ არის საჭირო დიდხანს თქვეფა. მოსარევად გამოიყენეთ ჩანგალი ან სათქვეფი.
კიდევ ერთი ძირითადი ნიუანსი. გამოიყენეთ პატარა და მაღალი ფორმა. ფორმას წაუსვით კარაქი და გადაიტანეთ მომზადებული მასა.
ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერარურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 30-40 წუთი.
ომლეტი მშვენივრად ინარჩუნებს ფორმას, რჩება ფუმფულა, მაღალი და ნაზი.
გემრიელად მიირთვით!