შემდეგში, როდესაც საზამთროს შეიძენთ, არ გადააგდოთ მისი ქერქი. ის რბილობზე გაცილებით სასარგებლოა

7041

როგორც ყველასთვის კარგად ცნობილია, საზამთროს 91% წყლისგან შედგება. მიუხედავად წყლის ამ რეკორდული შემცველობისა, ყველა ადამიანისთვის საყვარელი ეს პროდუქტი არაერთ სასარგებლო მკვებავ ნივთიერებას შეიცავს.

საზამთრო წარმოადგენს A და C ვიტამინების საკმაოდ დიდ ბუნებრივ წყაროს. გარდა ამისა, ის მდიდარია უჯრედისითა და კალიუმით – ორივე ნივთიერება აუმჯობესებს გულის მუშაობას და არეგულირებს სისხლის წნევას.

გარდა უშუალოდ რბილობისა და წიპწებისა, ჩვენი ჯანმრთელობისთვის არაერთი უპირატესობით გამოირჩევა საზამთროს კანიც. მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ კანი გაცილებით სასარგებლოა, ვიდრე თავად ნაყოფი.

შემდეგში, როდესაც ამ უგემრიელეს ხილს შეიძენთ და მიირთმევთ, კარგად დაფიქრდით, სანამ მის კანს გადაყრით. ის ღირებული ამინომჟავებისა და ვიტამინების ძალიან დიდი ბუნებრივი წყაროა!

გარდა იმისა, რომ კანი ბევრ მნიშვნელოვან ვიტამინს შეიცავს, მათ შორის B და C ვიტამინებს, ის წარმოადგენს ციტრულინის საკმაოდ დიდ წყაროს – საზამთროში შემავალი ერთ-ერთი ამინომჟავა, რომელიც აუცილებელია გულის კარგი მუშაობისთვის და სისხლის კარგი მიმოქცევისთვის.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საზამთრო შეიცავს ლიკოპინს – უძლიერესი ანტიოქსიდანტი, რომელსაც თქვენი დაცვა არაერთი სერიოზული დაავადებისგან შეუძლია.

საზამთროს კანის სასარგებლო გავლენა ჩვენს ჯანმრთელობაზე

1. ზრდის ლიბიდოს

საზამთროს კანი მდიდარია ციტრულინის შენაერთებით, რის ხარჯზეც ის ერთ-ერთი უძლიერესი ბუნებრივი აფროდიზიაკია. თუ ამ პროდუქტს რეგულარულად მიირთმევთ, გარდა ლიბიდოს გაზრდისა, თავიდან აირიდებთ ერექციულ დისფუნქციას.

2. ხელს გვიწყობს ვარჯიშში

მძიმე ვარჯიშების შესრულების შემდეგ ჩვენს კუნთებს სჭირდება ისეთი ამინომჟავები, რომელთა შესახებ სტატიის დასაწყისში ვისაუბრეთ. ციტრულინის მაღალი შემცველობის ხარჯზე, საზამთროს ქერქი ძალზედ მნიშვნელოვანი კომპონენტია სპორტსმენების ყოველდღიურ კვების რაციონში.

3. არეგულირებს სისხლის წნევას

საზამთროს კანს გააჩნია ორგანიზმიდან ზედმეტი სითხის გამოდევნის უნარი. სწორედ ამ ფაქტის გამო, განსაკუთრებით სასარგებლო მოცემული პროდუქტი ჰიპერტონიკებისთვისაა. თუ მას რეგულარულად მიირთმევთ, შეძლებთ სისხლის წნევის დარეგულირებას, რაც არაერთი სამეცნიერო კვლევითაა დამტკიცებული.

4. გვაშორებს ზედმეტ კილოგრამებს

საზამთროს კანი უჯრედისის ძალიან კარგი წყაროა, რომელიც წარმოადგენს აუცილებელ ნივთიერებას მადის დასაქვეითებლად და წონის კლების პროცესის დასაჩქარებლად. მოცემული პროდუქტი გამორჩეულია შარდმდენი ეფექტითაც, რაც გვეხმარება ზედმეტი სითხის მოშორებაში და ორგანიზმის გაწმენდაში.

5. ძალიან სასარგებლოა შარდ-სასქესო სისტემისთვის

საზამთროს კანი აუმჯობესებს თირკმელებისა და შარდ-სასქესო სისტემის მუშაობას. ის არაჩვეულებრივი პროდუქტია, რომელიც თავიდან გვარიდებს სხვადასხვა ბაქტერიულ ინფექციებს და სტიმულირებს ჩვენი შინაგანი ორგანოების გამართულად მუშაობის პროცესს.

ნამდვილად გასაოცარია, თუ რამდენად სასარგებლო პროდუქტია საზამთროს კანი, არა? ჩაამატეთ ის თქვენს კოქტეილებში, სხვადასხვა სასმელებში, მოხარშულ კერძებში, სუპებში და სალათებში, რათა გაიუმჯობესოთ ზოგადი ჯანმრთელობა და თავიდან აირიდოთ არაერთი სერიოზული პრობლემა.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებს, რათა მათაც იცოდნენ საზამთროს კანის ამ საოცარი თვისებების შესახებ. გისურვებთ ჯანმრთელობას!