თვალების გარშემო კანის მოსავლელად მიზანშეწონილია სწორედ კარტოფილის სახამებლის ნიღბების გამოყენება. ასეთი საშუალებები არაჩვეულებრივად კვებავს, ატენიანებს და აახალგაზრდავებს ჩვენს კანს. კარტოფილის სახამებელი ეფექტურად ამცირებს შეშუპებას, აგლუვებს პატარა ზომის ნაოჭებს და უბრუნებს კანს ტონუსს.
სახამებელი უდნა გამოვიყენოთ სიფრთხილით და ავიღოთ მცირე რაოდენობით, რათა მან არ დააზიანოს კანის ეს ნაზი მონაკვეთი და ამის პარალელურად სათანადოდ გამოკვებოს, დაატენიანოს და გააახალგაზრდავოს ის. ამ ნიღბების გამოყენებით თქვენ მარტივად დაამარცხებთ შეშუპებას და მოიშორებთ შავ ტომრებს, რომლებიც თვალების ქვემოთ ჩნდება.
კარტოფილის სახამებლის ნიღბები
ყავა და სახამებელი
ინგრედიენტები:
- 1 ჩაის კოვზი ცივი ან ოდნავ შემთბარი ძლიერი ყავა
- 1,5 სუფრის კოვზი ცივი წყალი
- 1/3 ჩაის კოვზი სახამებელი
- 1/2 ჩაის კოვზი გლიცერინი
- 1 ჩაის კოვზი ნუშის ზეთი
ინსტრუქცია:
შეურიეთ გლიცერინი და სახამებელი ერთმანეთში, შემდეგ დაუმატეთ დარჩენილი ინგრედიენტები. მიღებული ერთგვაროვანი მასა თხელ ფენად წაისვით თვალების გარშემო არსებულ კანზე, დაიტოვეთ სამოქმედოდ 20-30 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით.
თუ ამ პროცედურას კვირაში 2-ჯერ მაინც ჩაიტარებთ, სასიამოვნო ცვლილებები ძალიან მალე თვალსაჩინო იქნება.
მწვანე ჩაი სახამებლით ნაოჭების წინააღმდეგ
ინგრედიენტები:
- ცივი წყალი
- მწვანე ჩაის 2 ბალიში
- ნახევარი ჩ.კ. სახამებელი
- 1 ჩ.კ. გლიცერინი
- 1 ჩ.კ. ნუშის ზეთი
ინსტრუქცია:
მწვანე ჩაის 2 ბალიშის შიგთავსი, სახამებელი და გლიცერინი შეურიეთ ერთმანეთში. დაამატეთ იმ რაოდენობით ცივი წყალი, რომ მიიღოთ მსუბუქი გელი.
ნარევს მიეცით მცირე დრო, რათა სახამებელი სათანადოდ გაბლანტდეს და ამის შემდეგ დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ნუშის ზეთი. მიღებული ნარევი სქელ ფენად წაისვით თვალების გარშემო კანზე, დაიტოვეთ სამოქმედოდ დაახლოებით 30 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით.
ჩაიტარეთ ეს პროცედურა კვირაში ერთხელ ან ორჯერ, რათა ნაოჭები გაგლუვდეს და შეშუპება წარსულში დარჩეს.
ორივე ნიღაბი ძალიან ეფექტურია და სასურველ შედეგს მართლაც მინიმალურ დროში გვაძლევს. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი და შეუდექით საკუთარ თავზე ზრუნვას დღეიდანვე.
თუ მოგეწონათ სტატია, არ დაგავიწყდეთ მისი გაზიარება მეგობრებისთვის. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!