კისრის ოსტოექონდროზი – პრობლემა, რომელსაც სულ უფრო და უფრო ხშირად ვხვდებით თანამედროვე ახალგაზრდებში, რაც ცხოვრების ნაკლებად მოძრავი სტილისა და მუდმივად კომპიუტერის წინ ჯდომის შედეგია. ამ პრობლემის მკურნალობა სახლის პირობებში არც თუ ისე მარტივი, თუმცა სავსებით შესაძლებელია. თუ ამ ნარევით, რომლის შესახებაც დღევანდელ სტატიაში დეტალურად ვისაუბრებთ, რეგულარულად კისრის მსუბუქ მასაჟს გაიკეთებთ, ძალიან მალე სამუდამოდ დაივიწყებთ ტკივილსა და დისკომფორტის უსიამოვნო შეგრძნებას.
სამკურნალო ნარევი ოსტეოქონდროზის წინააღმდეგ
ინგრედიენტები:
- 10 ს.კ. ზღვის მარილი
- 20 ს.კ. ზეთი (ზეითუნის ან მზესუმზირის)
მომზადება:
- მინის ჭურჭელში, რომელსაც მჭიდროდ ეფარება თავსახური, შეურიეთ ორივე ინგრედიენტი ერთმანეთში.
- ჭურჭელს დააფარეთ თავსახური და დააყოვნეთ ნარევი 5 დღე-ღამის განმავლობაში ბნელ ადგილას.
გამოყენების წესი:
ყოველ დილას თქვენ უნდა გაიკეთოთ სხეულის იმ მიდამოს ენერგიული მასაჟი, რომელიც გაწუხებთ. პირველ დღეს ნარევში კარგად დასველებული ხელებით იკეთეთ მასაჟი დაახლოებით 2-3 წუთის განმავლობაში. ყოველ შემდეგ დღეს მასაჟის ხანგრძლივობა უნდა გაზარდოთ კიდევ 2-3 წუთით და საერთო ჯამში უნდა მიაღწიოთ 20 წუთს.
პროცედურის ჩატარებისას თავი შეიძლება იჩინოს კანის მსუბუქმა გაღიზიანებამ. მასაჟის დამთავრების შემდეგ კანი შეიმშრალეთ ქაღალდის ხელსახოცებით და დაიმუშავეთ საბავშვო პუდრით.
დაახლოებით 10 დღიანი კურსი საკმარისი იქნება, რათა გაუმჯობესდეს კისრის კუნთების მდგომარეობა და სისხლის მიწოდება სხეულის ამ მიდამოსთვის. მოცემული საშუალება ააქტიურებს ხრტილოვანი და ძვლოვანი ქსოვილების რეგენერაციის პროცესსაც, განაპირობებს სისხლის ჭარბი რაოდენობით მიწოდებას ხერხემლის კისრის განყოფილებისთვის, რაც ხელს გვიწყობს პრობლემის გადაჭრაში.
ამ საშუალების ეფექტურობა საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი. თუ ტკვილები და უსიამოვნო შეგრძნებები გაწუხებთ, აუცილებლად დაამზადეთ და გამოიყენეთ ის – სასიამოვნო შეგრძნებებს ძალიან მალე იხილავთ!
იზრუნეთ თქვენს მეგობრებზეც, აუცილებლად გაუზიარეთ მათ ეს სტატია. გისურვებთ ჯანმრთელობას!