რა სარგებელის მოტანა შეუძლია დღეში 2 ცალი კვერცხის მირთმევას ჩვენი სხეულისათვის

7382

კვერცხი დიდი რაოდენობით შეიცავს ქოლესტერინს და, სწორედ ამიტომ, ამტკიცებდნენ, რომ მისი რეგულარულად მირთმევა საზიანოა ჯანმრთელობისთვის. მაგრამ კვლევების შედეგად დადასტურდა, რომ კვერცხის შემადგენლობაში შემავალი ჯანსაღი ქოლესტერინი სისხლში არ ხვდება და შესაბამისად სახიფათოც არ არის ჯანმრთელობისთვის.  კვლევამ აჩვენა, რომ დღის განმავლობაში 2-3 კვერცხის ჭამის შემდეგ ადამიანების 70%-ს არ ჰქონდა უარყოფითი გავლენა ქოლესტერინის დონეზე, მხოლოდ 30%-ს ჰქონდა ცუდი ქოლესტერინის დონის უმნიშვნელო ცვლილება. კვერცხის ყოველდღიურად მიღებამ უარყოფითად იმოქმედა დიაბეტით დაავადებულ ადამიანებზე, რომელთაც აღმოაჩნდათ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების გაზრდილი რისკი.

ღვიძლი აწარმოებს ქოლესტერინის ბუნებრივ დონეს და  ამცირებს მის წარმოებას, თუ საკვებიდან ვიღებთ ჯანსაღ  ქოლესტერინს. ასე რომ, კვერცხის რეგულარულად მირთმევა პოზიტიურად მოქმედებს ჩვენი ორგანიზმის საერთო ჯანმრთელობაზე.

კვერცხი უზრუნველყოფს ორგანიზმს ცილით, ასევე ნაკლებად ცნობილი საკვები ნივთიერებით, ქოლინით, რომელიც გადამწყვეტია ტვინის ფუნქციონირებისთვის. ვიტამინებით, კალციუმით, ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით, ამინომჟავებით, სელინით, ფოსფორით, იოდითა და სხვა სასარგებლო ნუტრიენტებით მდიდარი კვერცხი სასარგებლოა ძვლებისთვის, თვალებისთვის, თმისთვის, ფრჩხილებისთვის.

დაიწყეთ დღე კვერცხით. ის განაყრებთ და მთელი დღის განმავლობაში ნაკლებად გაწუხებთ შიმშილის შეგრძნება, რაც გეხმარებათ წონის მართვაში.

გისურვებთ ჯანმრთელობას!