ბალზამ “ვარსკვლავის” გამოყენების 11 ალტერნატიული ხერხი, რომელიც ყველა ქალბატონმა უნდა იცოდეს

44882

ვიეტნამური ბალზამი “ვარსკვლავი” – ყველასათვის კარგად ნაცნობი პროდუქტი, რომელიც თითოეული ადამიანის ოჯახში მოიპოვებოდა. როგორც წესი, მას ვიყენებდით საკუთარი თავისა და ოჯახის წევრების გრიპისგან, გაციებისგან, ვირუსებისგან და ინფექციებისგან დასაცავად.

დღესდღეობით ამ ბალზამით ძალიან ცოტა ადამიანი თუ სარგებლობს, რაც ნამდვილად ძალიან სამწუხაროა. გარდა იმისა, რომ ბალზამი “ვარსკვლავი” საკმაოდ ბიუჯეტური და ხელმისაწვდომი პროდუქტია, მისი გამოყენების სპექტრი ძალიან ფართოა. სწორედ ამ ერთი პროდუქტით არის შესაძლებელი მრავალი პრობლემის გადაჭრა.

ბალზამ “ვარსკვლავის” გამოყენების 11 ალტერნატიული გზა

1. არბილებს ქუსლებს

თუ ქუსლების კანი გაგიუხეშდათ, გაგირქოვანდათ ან დაგებზარათ, აუცილებლად მიმართეთ დახმარებისთვის ამ ბალზამს. წაისვით ის თხელ ფენად ქუსლებზე, ამოიცვით წინდები და დაიტოვეთ მთელი ღამით. უკვე მეორე დილას კანის მკვდარი უჯრედების მოშორებას პემზის ქვით ძალიან მარტივად შეძლებთ.

2. ამარცხებს თავის ტკივილს

საფეთქლებზე და შუბლზე ძალიან თხელ ფენად წაისვით “ვარსკვლავი”, რათა თავის ტკივილი მყისიერად გაქრეს.

3. გაკვეთილი ოთხფეხა მეგობრებისთვის

სულ მცირე ოდენობით ბალზამი წაუსვით კედელს ან იატაკს სახლის იმ ნაწილში, სადაც თქვენს ოთხფეხა მეგობარს მოსაქმება უყვარს. მის ძლიერი არომატი თავიდან აგარიდებთ უსიამოვნო ინციდენტებს მომავალში.

4. საიმედო დაცვა მწერებისგან

კომერციული საშუალებები, რომლებიც მწერებს თავიდან გვარიდებს, ქიმიური ნივთიერებებითაა სავსე, რაც წარმოადგენს საფრთხეს ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ბალზამი “ვარსკვლავი” ამ ქიმიკატების არაჩვეულებრივი, თანაც აბსოლუტურად უსაფრთხო ალტერნატივაა. თუ თქვენს სახლში მისი არომატი იტრიალებს, მწერები შიშისგან შორს გაიქცევიან.

5. კურნავს ფრჩხილის სოკოს

წაისვით ბალზამი თხელ ფენად სოკოთი დაინფიცირებულ ფრჩხილებზე და დაიტოვეთ მთელი ღამით. პროცედურა გაიმეორეთ ყოველდღიურად.

6. ამცირებს მუცლის ცხიმს

ქაფურის ერთი აბი კარგად დასრისეთ, დაუმატეთ იგივე რაოდენობით საჭმელი სოდა, მცირეოდენი ბალზამი “ვარსკვლავი” და იმ რაოდენობით სპირტი, რომ მიიღოთ ბლანტი კონსისტენციის მასა. მზა საშუალება წაისვით მუცელზე, ზემოდან შემოიხვიეთ სტრეჩი (საკვების პლიონკა) და დაიტოვეთ სამოქმედოდ მთელი ღამით.

7. თავიდან გვარიდებს ანთებასა და ინფექციას

თუ თქვენ ახალი ჭრილობა გაქვთ და არ გსურთ, შეგეჭრათ რაიმე ინფექცია, აუცილებლად დაიმუშავეთ ის მცირეოდენი ბალზამით. ასე არა მხოლოდ შეძლებთ ჭრილობის დეზინფიცირებას, არამედ მისი შეხორცების პროცესის დაჩქარებასაც კი.

8. იცავს ავეჯს კატებისგან

კატებს ძალიან უყვართ კომფორტული ავეჯი, რაც ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება ძვირადღირებული საწოლის ფასად დაგვიჯდეს. ავეჯის დაზიანება თავიდან რომ ავირიდოთ, მასთან ახლოს დატოვეთ თავმოხდილი ბალზამი.

9. ამსუბუქებს კუნთების ტკივილს

ბალზამი “ვარსკვლავი” ეფექტურად უმკლავდება ტკივილს კუნთებსა და წელში. უბრალოდ გაიკეთეთ სხეულის შესაბამისი მონაკვეთის მსუბუქი მასაჟი ამ ბალზამით და ტკივილი მყისიერად შემსუბუქდება.

10. გვაშორებს სტრიებს

ძალიან თხელ ფენად წაისვით ეს ბალზამი სხეულის პრობლემურ მონაკვეთებზე, იკეთეთ მსუბუქი მასაჟი რამდენიმე წუთის განმავლობაში და დაიტოვეთ სამოქმედოდ მთელი ღამით. რეგულარული პროცედურებიდან ხანმოკლე დროში სასიამოვნო ცვლილებები თვალსაჩინო გახდება.

11. ამარცხებს სილურჯეს

თუ სილურჯის სწრაფად მოშორება გსურთ, ბალზამი “ვარსკვლავი” ამ შემთხვევაშიც დაგეხმარებათ. უბრალოდ წაისვით ის მცირე ოდენობით სხეულის შესაბამის მონაკვეთზე.

ახლა თქვენ უკვე იცით, თუ რამდენად სასარგებლო პროდუქტია ვიეტნმაური ბალზამი სახელწოდებით “ვარსკვლავი”. გაუზიარეთ ეს სასარგებლო ინფორმაცია თქვენს მეგობრებსაც, ისინი მადლიერები დარჩებიან. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!