გიფიქრიათ, თუ საერთო ჯამში რა ოდენობით თანხას ხარჯავთ რეგულარულად სხვადასხვა კოსმეტიკური პროდუქტებისა და პრეპარატების შეძენით? რამდენად კმაყოფილი ხართ ამ ძვირადღირებული პროდუქციის ეფექტით? დარწმუნებული ვარ, იმედგაცრუება თქვენთვისაც, ისევე როგორც ქალბატონების უდიდესი ნაწილსთვის, კარგად ნაცნობი შეგრძნება იქნება.
ფულის ფუჭ ფლანგავს მარტივად აარიდებთ თავს, თუ თქვენს მაცივარში ყურადღებით შეიხედავთ! კოსმეტიკური პროდუქციის ძალიან ეფექტურ ალტერნატივად ჩვენ ხშირად შეიძლება კიტრი ან სულაც კვერცხი მოგვევლინოს, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში საუბარი რძის შრატზეა, რომლის სასარგებლო თვისებებზსაც ყველანი კარგად ვიცნობთ.
რძის შრატის სასარგებლო თვისებები
ლაქტოზა, ცილები, A, C, E და B ჯგუფის ვიტამინები, სასარგებლო მჟავები, მაგნიუმი და კალციუმი – რძის შრატის უნიკალური შემადგენლობა, რომელიც ამ პროდუქტს ასეთ სასარგებლოს ხდის. სწორედ ესაა მიზეზი იმისა, თუ რატომ აქვს რძის შრატს გამოყენების ფართო სპექტრი კოსმეტოლოგიასა და მედიცინაში.
ეს სწორედ ის პროდუქტია, რომლის რეგულარული მირთმევით შესაძლებელია ორგანიზმის ტოქსინებისგან და წიდებისგან გაწმენდა. ყოველივე ეს ხდება რძის შრატში შემავალი ლაქტოზის ხარჯზე, რომელიც ააქტიურებს ნაწლავების ჯანსაღ მიკროფლორას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. ორგანიზმის ასეთი წმენდა შეანელებს გაზების ფორმირებას და თავიდან აგვარიდებს მავნე მიკროორგანიზმების განვითარებას.
რძის შრატის რეგულარულად მიღება რეკომენდებულია იმ ადამიანებისთვისაც, რომელთაც ჭარბი წონა აწუხებთ. ეს უნიკალური პროდუქტი აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას, აიძულებს ორგანიზმს “გამოღვიძებას” და ისეთ ტემპში მუშაობას, რომ მან ზედმეტი, არასაჭირო კილოგრამების მოშორება შეძლოს.
იმუნიტეტის გაძლიერება – რძის შრატის კიდევ ერთი ღირებული თვისება. რეგულარულად მისი მირთმევით ორგანიზმს ვამარაგებთ ისეთი სასარგებლო ვიტამინებით, რომელთაც ჩვენი იმუნიტეტი და ენერგეტიკული ბალანსი მწყობრში მოჰყავს.
რძის შრატი გვამხიარულებს… დიახ, არ მოგესმათ! ის სტიმულირებს ორგანიზმში სეროტონინის გამომუშავებას, რომელსაც მეორენაირად “ბედნიერების ჰორმონის” სახელწოდებით ვიცნობთ. მაშასადამე, თუ რეგულარულად რძის შრატს მივირთმევთ, შევძლებთ კონცენტრაციის უნარისა და გონებრივი შესაძლებლობების გაუმჯობესებას.
მოცემული პროდუქტი მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებითაც – ეს სწორედ ის ელემენტებია, რომლებიც ჩვენი ემოციონალური მდგომარეობის სტაბილურობაზეა პასუხისმგებელი.
რძის შრატი საშინაო, ნატურალური კოსმეტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. მისი დახმარებით შესაძლებელია ნაოჭების გაგლუვება, კანის ტონის გათანაბრება, მისი სათანადოდ გამოკვება და დატენიანება, სიმშრალის დარმაცხება და ვიზუალურად თავის გაახალგაზრდავება. ანტიოქსიდანტები, რომელთაც ჭარბად შეიცავს მოცემული პროდუქტი, ანელებს დაბერების პროცესს.
რძის შრატი სახის კანისთვის
გამწმენდი: მცირეოდენი ყავის ნალექი შეურიეთ რძის შრატში თანაფარდობით 1 : 2. მიღებული მასა გამოიყენეთ სკრაბის სახით (ნელი, წრიული მოძრაობებით კარგად წაისვით სახის კანზ). დაიტოვეთ ის სამოქმედოთ 3 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. პროცედურის ჩატარების დროს მაქსიმალურად მოერიდეთ კანს თვალების გარშემო.
მკვებავი: წაისვით სახის კანზე რძის შრატისა და ხაჭოს ნარევი პროპორციებით 1 : 1 და დაიტოვეთ სამოქმედოდ 20 წუთით, შემდეგ მოიშორეთ თბილი წყლით.
ნაოჭების მოსაშორებლად რძის შრატი უნდა გაყინოთ ყინულის კუბიკებში და მისი გამოყენებით ყოველ დილას კარგად დაიმუშავოთ სახის კანი.
ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ინფორმაციით დაგეხმარებით. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც!