გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებით სიკვდილიანობის მაჩვენებელი დღითიდღე უფრო და უფრო მაღალ ნიშნულს აღწევს, რაც ცხოვრების თანამედროვე სტილის შედეგია. მავნე ჩვევები, დაბინძურებული საცხოვრებელი გარემო და არაჯანსაღი საკვები აყენებს უდიდეს ზიანს ჩვენს სისხლძარღვებსა და გულს, რამაც ფატალურ შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს.
თუ კარგი ჯანმრთელობის შენარჩუნება გვსურს, ჩვენ უბრალოდ ვალდებულები ვართ, ვიზრუნოთ რეგულარულად სისხლძარღვების გაწმენდაზე. ყოველთვის გახსოვდეთ, ნებისმიერი დაავადების თავიდან არიდება გაცილებით მარტივია, ვიდრე მკურნალობა.
როგორ გავიწმინდოთ სისხლძარღვები
რეცეპტი №1
სისხლძარღვების გასაწმენდად და მათთვის მოქნილობის დასაბრუნებლად მიირთვით უზმოზე ლიმონის ახლადგამოწურული წვენის, ნატურალური თაფლისა და ზეითუნის ზეთის ნარევი. სამივე ინგრედიენტი უნდა აიღოთ 1 ჩ.კ. ოდენობით. კურსის ხანგრძლივობა – 10 დღე.
რეცეპტი №2
3/4 ჩაის ჭიქა ანადუღარ, თბილ წყალში ჩაამატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი და ნახევარი ლიმონის წვენი, კარგად მოურიეთ. 10 დღის განმავლობაში მიირთვით ეს სასმელი ყოველ საღამოს, დაძინების წინ.
რეცეპტი №3
სისხლძარღვები ბოლომდე რომ გაიწმინდოთ, გაატარეთ ხორცსაკეპში 2 საშუალო ზომის ლიმონი, დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი თაფლი, კარგად მოურიეთ და გადაიტანეთ მინის ქილაში. ნარევი უნდა შეინახოთ ოთახის ტემპერატურაზე. მომზადებიდან მე-3 დღეს დაიწყეთ მისი მიღება დღეში 2-3 ჩაის კოვზის ოდენობით, საუზმობამდე რამდენიმე წუთით ადრე.
ამოირჩიეთ თქვენთვის სასურველი რეცეპტი და შეუდექით საკუთარ თავზე ზრუნვას დღეიდანვე. გახსოვდეთ, სუფთა და მოქნილი სისხლძარღვები – კარგი ჯანმრთელობის საწინდარია!
თუ ეს ინფორმაცია სასარგებლოდ მიგაჩნიათ, არ დაგავიწყდეთ სტატიის გაზიარება მეგობრებისთვისაც!