3 დღიანი პროცედურების შემდეგ ქუსლების კანი ისეთივე გლუვი და ნაზი იქნება, როგორც თინეიჯერობის ასაკში

59360

ქუსლები – სხეულის ის ნაწილი, რომელიც ყოველდღიურად კოლოსალურ დატვირთვას განცდის, რის შედეგადაც ისინი ზიანდება, კანი ქუსლებზე რქოვანდება და იბზარება, რაც მხოლოდ კოსმეტიკური პრობლემა ნამდვილად არ არის. თუ საჭირო ზომებს დროულად არ მივიღებთ, პრობლემა შეიძლება იმდენად გამწვავდეს, რომ თავი იჩინოს ძლიერმა ტკივილებმა და სისხლდენამაც კი.

თუ ზაფხულისა და ღია ფეხსაცმლის სეზონისთვის ქუსლების მინიმალურ დროში მწყობრში მოყვანა გსურთ, აუცილებლად მიმართეთ დახმარებისთვის მარტივ პროცედურას, რომლის შესახებაც დღევანდელ სტატიაში დეტალურად ვისაუბრებთ. ქუსლების კანი 3 დღეში ძალიან გლუვი, ნაზი და რბილი გახდება.

როგორ მოვუაროთ ქუსლებს სახლის პირობებში

პროცედურის მსვლელობა: 

1. თქვენ დაგჭირდებათ სალიცილის მალამო, რომლის შეძენასაც უახლოეს აფთიაქში შეძლებთ.

2. წაისვით ეს მალამო საშუალო სისქის ფენად მხოლოდ კანის დაზიანებულ მონაკვეთზე.

3. ზემოდან აუცილებლად დაიკარით სტრეჩი (საკვების პლიონკა).

4. მეორე დღეს მოიხსენით სახვევი და მალამოს პირველ ფენაზე ზემოდან წაისვით კიდევ ერთი ფენა. კვლავ დაიკარით სტეჩი.

5. მესამე დღეს ვიტარებთ იგივე პროცედურას. მალამოს პირველი და მეორე ფენის ხელშეუხებლად ზემოდან ვისვამთ სალიცილის მალამოს მესამე ფენას, ვიხვევთ სტრეჩით და ვიტოვებთ სამოქმედოდ 24 საათით.

6. 24 საათის შემდეგ აიძრეთ გამხმარი მალამო. მასთან ერთად კანის მკვდარი უჯრედები და გაქროვანებული ზედაპირი აგყვებათ, ქუსლები კი არნახულად რბილი, ნაზი და გლუვი იქნება.

7. მალამოს მიმხმარი ფენების მოშორების შემდეგ ქუსლები წყალბადის ზეჟანგით დაიმუშავეთ.

3 დღიანი უმარტივესი პროცედურების შემდეგ გაქროვანებული, გაუხეშებული კანი და ბზარები წარსულში დარჩება.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. იზრუნეთ მეგობრებზეც, აუცილებლად გაუზიარეთ მათ სტატია. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!