როგორ დავირეგულიროთ შაქრის დონე და შევიმციროთ წნევა დაფნის ფოთლით

20739

დაფნის ფოთოლი ფართოდ გამოიყენება არა მხოლოდ კულინარიაში, არამედ ხალხურ მედიცინაშიც კი. გარდა კერძებისთვის საოცარი არომატის მინიჭებისა, დაფნა გვეხმარება მრავალი სერიოზული დაავადების მკურნალობაში და პროფილაქტიკაში.

დაფნის სამშობლოს ხმელთაშუაზღვის აუზის ქვეყნები წარმოადგენს. ეს მცენარე იზრდება ტენიან კლიმატში, მისთვის დამახასიათებელია მუქი ფერის ფოთლები და მოყავისფრო ქერქი.

სხეულის გამოფიტვა, ქრონიკული სისუსტე, თავის ტკივილი, კუნთების კრუნჩხვები, მენსტრუაციული ტკივილები, ართრიტი, დეპრესია, ცისტიტი – მცირე ჩამონათვალი იმ პრობლემებისა, რომელთაც დაფნის ფოთოლი მარტივად გაუმკლავდება!

გარდა ამისა, ის მოგაშორებთ მუცლის შეფერილობას, დაამარცხებს მეტეორიზმსა და ზედმეტი სითხის შეკავებას.

დაფნა, როგორც მოგეხსენებათ, საჭმლის მომნელებელი სისტემის არაჩვეულებრივი მასტიმულირებელია. მისი დახმარებით თქვენ დაიჩქარებთ მეტაბოლიზმს და შეძლებთ მთელ სხეულში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას. შარდმდენი და ანტისეპტიკური თვისებების ხარჯზე, დაფნის ფოთოლი შეგიწყობთ ხელს ზედმეტი სითხის მოშორებაში და სხეულის მავნე ნარჩენებისგან გაწმენდაში.

ახლა, როდესაც დაფნის ზოგად თვისებებს გავეცანით, დროა, უშუალოდ რეცეპტზე გადავიდეთ. დღევანდელ სტატიაში გასწავლით დაფნის სამკურნალო ზეთის მომზადებას, რომელიც დაარეგულირებს შაქრის დონეს სისხლში, შეამცირებს წნევას, დააჩქარებს მეტაბოლიზმს, გაწმენდს სხეულს და მოამარაგებს მას სასარგებლო მიკროელემენტებით.

როგორ მოვამზადოთ დაფნის ზეთი

ინგრედიენტები:

  • 250 მლ ნუშის ზეთი
  • 30 გრამი დაფნის გამომშრალი და დაფქული ფოთლები

ინსტრუქცია: 

  1. კონტეინერში, რომელიც ჰერმეტულად იხურება, ჩაყარეთ დაფნის დაფქული ფოთლები და დაასხით ნუშის ზეთი.
  2. დააფარეთ თავსახური და დააყოვნეთ მასა 30 დღის განმავლობაში. შეარჩიეთ ცივი და მშრალი ადგილი, რომელიც დაცული იქნება მზის სხივებისგან. პერიოდულად კარგად შეანჯღრიეთ კონტეინერის შიგთავსი.

მზა ზეთი მიირთვით 1 სუფრის კოვზის ოდენობით უზმოზე და 1 სუფრის კოვზის ოდენობით საღამოს, დაძინების წინ.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. გაითვალისწინეთ, ნებისმიერი ხალხური მეთოდის გამოყენებამდე ოჯახის ექიმთან კონსულტაციის გავლაა მიზანშეწონილი.

თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!