ყველას ძალიან გვიყვარს მანდარინი, რომელსაც ახალი წლის მოახლოებასთან ერთად პრაქტიკულად ყველა ოჯახში და სადღესასწაულო სუფრაზე ვხვდებით. მისი კანის საოცარი არომატი მართლაც რომ არაჩვეულებრივ სადღესასწაულო განწყობას გვიქმნის. იცოდით, რომ მანდარინის კანს, რომელსაც, ჩვეულებისამებრ, ნაგვის ურნაში ვყრით, ძალიან სასარგებლო გავლენა აქვს ჩვენს ჯანმრთელობაზე?!
მანდარინის კანის სასარგებლო გავლენა ჩვენს ორგანიზმზე
1. დისბაქტერიოზისა და საჭმლის მონელების სხვა პრობლემების დროს
გამოაშრეთ მანდარინის კანი და დაფქვით ის ყავის საფქვავის ან ბლენდერის გამოყენებით. მიღებული ნარინჯისფერი ფხვნილი აიღეთ 1 ჩაის კოვზის ოდენობით და დაუმატეთ ის საყვარელ კერძებს, დელიკატესებსა და სალათებს. გარდა მათთვის საოცარი არომატისა და პიკანტური გემოს მინიჭებისა, ასე შეძლებთ კუჭისა და ნაწლავების მუშაობის მოწესრიგებას.
2. ბრონქიტი
2 ს.კ. გამომშრალ და დაფქულ კანს დაასხით 1,5 ჩაის ჭიქა (დაახ. 300 მლ) მდუღარე წყალი. დადგით ნარევი დაბალ ცეცხლზე და ხარშეთ ის 5 წუთის განმავლობაში, შემდეგ დააყოვნეთ ოთახის ტემპერატურაზე 1 საათით. მზა სასმელი მიირთვით ნახევარი ჩაის ჭიქის ოდენობით დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. ასე ბრონქიტი ძალიან მალე წარსულში დარჩება!
3. მშრალი ხველის დროს
2 სუფრის კოვზ გამომშრალ და დაფქულ კანს დაასხით 1 ჩაის ჭიქა არაყი და დააყოვნეთ ბნელ ადგილას 1 კვირის განმავლობაში. დაყოვნებული ნარევი გადაწურეთ. ჩაამატეთ ის 1 ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყალში 20 წვეთის და მიირთვით ასეთი სასმელი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე რამდენიმე წუთით ადრე. ეთერზეთები, რომელთაც მანდარინის კანი ჭარბად შეიცავს, ჩვენი ჯანმრთელობისთვის არაერთ უპირატესობას ფლობს!
4. გაციების სამკურნალოდ
ჩაიტარეთ ინჰალაცია მანდარინის კანით. მდუღარე წყლით სავსე ქვაბში ჩაყარეთ ერთი მუჭა მანდარინის წვრილად დაჭრილი, ნედლი კანი და ისუნთქეთ ორთქლი დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში. პროცედურიდან მომდევნო 1 საათის განმავლობაში სიცივეში არ გახვიდეთ.
5. ფეხისგულების სოკოვანი ინფექციის დროს
ფრჩხილები და კანის შესაბამისი მონაკვეთები კარგად დაიმუშავეთ მანდარინის კანით რეგულარულად. დღეში 2 ან 3 პროცედურა სავსებით საკმარისი იქნება, რათა ხანმოკლე დროში სოკოვანი ინფექცია წარსულში მოიტოვოთ.
6. ძლიერი გადაღლილობისა და უძილობის დროს
დაჭერით წვრილად მანდარინის ნედლი კანი, ჩაყარეთ პარკში და მისი სასიამოვნო არომატი ისუნთქეთ დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში. ასე არა მხოლოდ შეიმცირებთ სტრესს, შეძლებთ მოდუნებსა და სწრაფად ჩაძინებას, არამედ მყისიერად გაუმკლავდებით თავის ტკივილს.
7. მომატებული წნევისა და არითმიის დროს
1 ჩაის ჭიქა მანდარინის ნედლ და წვრილად დაჭრილ კანს დაასხით 3 ლიტრი წყალი და მიიყვანეთ დუღილამდე. როგორც კი მასა წამოდუღდება, გადმოდგით ის ცეცხლიდან და დააყოვნეთ დაახლოებით 1 საათით. თბილი წყლით სავსე ტაშტს დაუმატეთ დაყოვნებული ნარევი და მიიღეთ ფეხების აბაზანა დაძინებამდე 15 წუთით ადრე.
გასაოცარია, თუ რამხელა ძალასა და რამდენ უპირატესობას ფლობს ჩვენი ჯანმრთელობისთვის მანდარინის კანი, რომელსაც, ჩვეულებისამებრ, ნაგვის ურნაში ვყრით. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც!