წარმოგიდგენეთ ბუნებრივი პროდუქტების ბაზაზე მომზადებულ ხელნაკეთ პასტას, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი ზედაპირის გასაწმენდად. გარდა ამისა, შესანიშნავად რეცხავს ცხიმიან ჭურჭელს, რეცხავს და ათეთრებს ნივთებს.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- მდოგვის ფხვნილი 4 ს. კ.
- საკვები სოდა 1 ს. კ.
- თხევადი სარეცხი საპონი 50 მლ
- ძმარი 9%-იანი 2 ს. კ.
- ამიაკი 2 ს. კ.
ინსტრუქცია:
1. პასტა მოამზადეთ პლასტამის თავდახურულ კონტეინერში და აუცილებლად შედეთ მაცივარში.
2. მდოგვის ფხვნილს დაამატეთ სოდა, თხევადი სარეცხი საპონი და ურევთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
3. შემდეგ დაასხით ძმარი. როგორც კი ძმარი სოდასთან რეაქციაში შევა, მასა დაიწყებს აქაფებას. ბოლოს შეურიეთ ამიაკის სპირტი.
4. პასტა წმენდს დაბინძურებულ ზედაპირს, ეფექტურად უმკლავდება ნებისმიერი სახის დაბინძურებას, ებრძვის ცხიმებს.
5. თეთრი ნივთების გასარეცხად 1,5 ლ წყალზე დაგჭირდებათ 1 ს. კ. პასტა. მოამზადეთ ნარევი თქვენთვის სასურველი პროპორციებით და ჩაალბეთ თეთრი ჭურჭლის ტილოები, მასიურები, წინდები თუ პირსახოცები და გააჩერეთ საათი-საათ-ნახევარი. შემდეგ ამოწურეთ და გარეცხეთ ჩვეულებრივი წესის მიხედვით. მიიღებთ თვალისმომჭრელ სითეთრეს.
პასტის იგივე კონცენტრაციით გაწმინდეთ გათბობის რადიატორები, ფანჯრის რაფები და ა. შ.