ყველას კარგად გვესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობისთვის სისხლძარღვების სისუფთავის შენარჩუნება. სწორედ სისხლი, რომელიც ვენებსა და არტერიებში მიმოიქცევა, ამარაგებს ჩვენს შინაგან ორგანოებს ჟანგბადითა და სხვადასხვა მკვებავი ნივთიერებებით. როდესაც ჩვენი სისხლძარღვები ბინძურდება, საგრძნობლად ფერხდება სისხლის მიმოქცევა სხეულში, რამაც ჯანმრთელობის არაერთ სერიოზულ პრობლემამდე შეიძლება მიგვიყვანოს.
გულ-სისხლძარღვთა სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები დღესდღეობით ძალიან ხშირია არა მხოლოდ ხანდაზმულებში, არამედ ახალგაზრდებშიც კი, რაც ცხოვრების თანამედროვე სტილის შედეგია. მოწევა, არაჯანსაღი საკვები, დაბინძურებული საცხოვრებელი გარემო – მცირე ჩამონათვალი იმ ფაქტორებისა, რომლებიც სისხლძარღვების დაბინძურებას განაპირობებს.
8 ნატურალური პროდუქტი, რომელიც წმენდს ჩვენს სისხლძარღვებს
1. ვაშლი
ეს ის ძალიან სასარგებლო ხილია, რომელიც ბუნებრივი გზით წმენდს ჩვენს არტერიებს. ოჰაიოს შტატის უნივერსისტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ვაშლი არაჩვეულებრივი პროდუქტია სისხლძარღვებში ქოლესტერინების საცობების დაგროვებისა და წარმოქმნის პროფილაქტიკისთვის. სხვადასხვა კვლევების შედეგების თანახმად, თუ 1 თვის განმავლობაში დღეში ერთ ვაშლს მიირთმევთ, შეძლებთ ცუდი ქოლესტერინის დონის 40%-ით შემცირებას.
2. ცხიმიანი თევზი
სკუმბრია, ორაგული, თინუსი – სასარგებლო ცხიმებით მდიდარი თევზის სახეობები, რომელთა რეგულარულად მირთმევით არტერიების გაწმენდაა შესაძლებელი. ომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟავები, რომელთაც საკმაოდ დიდი რაოდენობით შეიცავს თევზის ცხიმიანი სახეობები, ამცირებს ანთებით პროცესებს, არეგულირებს სისხლის წნევას და თავიდან გვარიდებს სისხლის შედედებას.
3. ავოკადო
ავოკადო ერთ-ერთ ის ნატურალური პროდუქტია, რომელიც არაჩვეულებრივად წმენდს ჩვენს არტერიებს. მიირთვით რეგულარულად ეს უგემრიელესი ნაყოფი, რათა თავი მხნედ და ენერგიულად იგრძნოთ.
4. ბროკოლი
K ვიტამინით მდიდარი ბროკოლი ძალიან სასარგებლოა ჩვენი სისხლძარღვებისთვის. მოცემული ბოსტნეული წარმოადგენს უჯრედისს საკმაოდ დიდ ბუნებრივ წყაროსაც, რომელიც ამცირებს და არეგულირებს სისხლის წნევას.
5. ყავა
ყველასათვის საყვარელი ეს არომატული სასმელი ძალიან სასარგებლოა ჩვენი ორგანიზმისთვის, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას გონივრული რაოდენობით მივიღებთ. დასავლეთ ავსტრალიის უნივერსისტეტის მკვლევარების მტკიცებით, დღეში 400 მლ ყავა არის ის ულუფა, რომელსაც თქვენი არტერიების გაწმენდა და გულის დაავადებების პროფილაქტიკა შეუძლია. საუბარია ნატურალურ ყავაზე, რომელიც ანტიოქსიდანტების საკმაოდ დიდ ბუნებრივ წყაროს წარმოადგენს.
6. თხილეული
პერიოდულად საკუთარი თავის ნუშითა და ნიგვზით განებივრება სასარგებლოდ აისახება თქვენს გულის კუნთზე. მოცემული პროდუქტები მდიდარია ალფა-ლინოლენის მჟავით, E ვიტამინით, მონოგაუჯერებელი ცხიმებით, ცილებითა და უჯრედისით – ყველა ეს მკვებავი ნივთიერება აუცილებელია გულ-სისხლძარღვთა სისტემის კარგი ჯანმრთელობისთვის.
7. ისპანახი
ისპანახი – ძალიან სასარგებლო პროდუქტი, რომელიც ბუნებრივი გზით წმენდს ჩვენს სისხლძარღვებს. თუ ამ პროდუქტს რეგულარულად მიირთმევთ, შეძლებთ ორგანიზმში ჰომოცისტეინის დონის შემცირებას, რომელიც გულის დაავადებებს პროვოცირებს.
8. საზამთრო
ყველასათვის საყვარელი საზამთრო წარმოადგენს L-ციტრულინის საკმაოდ დიდ ბუნებრივ წყაროს – ამინომჟავა, რომელიც გვეხმარება არტერიების გაწმენდაში. გარდა ამისა, საზამთრო მდიდარია ოქსიდ აზოტით, რომელიც აუცილებელია ჩვენი გულისათვის სისხლის წნევის შესამცირებლად და დასარეგულირებლად.
თუ გულ-სისხლძარღვთა სისტემის კარგი ჯანმრთელობის ღრმა სიბერემდე შენარჩუნება გსურთ, რეგულარულად მიირთვით ჩვენს დღევანდელ სტატიაში ჩამოთვლილი პროდუქტები. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო აღმოჩნდება. იზრუნეთ მეგობრებზეც, აუცილებლად გაუზიარეთ მათ ჩვენი დღევანდელი სტატია. გისურვებთ ჯანმრთელობას!