როგორ ავირიდოთ თავიდან სიბერე? ეს სწორედ ის შეკითხვაა, რომელზეც პასუხს კაცობრიობა უხსოვარი დროიდან ეძებს, თუმცა, რა თქმა უნდა, წარუმატებლად. დაბერების პროცესი გარდაუვალია და მას გვერდს ვერ ავაქცევთ, თუმცა საგრძნობლად შეგვიძლია შევანელოთ და შევაფერხოთ ეს პროცესი. როგორ ახერხებს ზოგიერთი ადამიანი, გამოიყურებოდეს თავის ასაკთან შედარებით გაცილებით მხნედ, ახალგაზრდად და ლამაზად? ეს ყველაფერი ცხოვრების ჯანსაღი სტილისა და საუკუნეებით დამოწმებული სხვადასხვა რეცეპტების დამსახურებაა.
დღევანდელ სტატიაში ერთ-ერთ ასეთ უძველეს რეცეპტს გიზიარებთ. ადამიანები, რომლებიც ამ საშუალებას გარკვეული პერიოდის განმავლობაში ყოველდღიურად იღებდნენ, ამბობენ, რომ მათ გაუუმჯობესდათ მხედველობა, კანი გაცილებთ გლუვი, ნაზი და ლამაზი გახდა, ჭაღარა შემცირდა და თმის საფარი მოცულობაში რამდენჯერმე გაიზარდა. დაუჯერებლად ჟღერს, არა?
საშუალება, რომელიც აახალგაზრდავებს მთელ ორგანიზმს
ინგრედიენტები:
- 4/5 ჩაის ჭიქა სელის ზეთი
- 4 საშუალო ზომის ლიმონი
- 3 საშუალო ზომის თავი ნიორი
- 1 კგ ნატურალური თაფლი
ინსტრუქცია:
- ხორცსაკეპში გაატარეთ გასუფთავებული ნიორი, 2 ლიმონი თავის კანთან ერთად და 2 ლიმონი – კანის გარეშე.
- მიღებული მასა ჩაამატეთ თაფლში, გადაიტანეთ მინის ქილაში, რომელსაც მჭიდროდ ეფარება თავსახური და შეინახეთ მაცივარში.
- მიირთვით ის 1 სუფრის კოვზის ოდენობით დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
- ორგანიზმის გამაახალგაზრდავებელი ეს ნარევი მიირთვთ ყოველდღიურად 1 კვირის განმავლობაში და შემდეგ გააკეთეთ მინიმუმ 1 კვირიანი შესვენება.
გარდა დადებითი გავლენისა ჩვენს კანზე და თმაზე, ეს საშუალება სასარგებლოა მთელი ჩვენი ორგანიზმისთვის, პრაქტიკულად ყველა ორგანოსთვის და სისტემისთვის.
ვიტამინ C, რომლის კონცენტრაციაც ძალიან მაღალია ამ ნარევში, არაჩვეულებრივი ანტიოქსიდანტია, აძლიერებს იმუნიტეტს, წმენდს სისხლძარღვებს და უბრუნებს მათ მოქნილობას, აახალგაზრდავებს მთელ ორგანიზმს.
თუ ამ საშუალების მიღებას დაიწყებთ, ძალიან მალე შენიშნავთ სასიამოვნო ცვლილებებს. გისურვებთ ჯანმრთელობას!