სამკურნალო საშუალება ფეხებისთვის, რომელიც დაგავიწყებთ ტკივილსა და სიმძიმის განცდას კიდურებში

12786

დღევანდელ სტატიაში მსურს, გაგიზიაროთ ერთი მარტივი რეცეპტი, რომელიც ჩემთვის ნამდვილი აღმოჩენაა. თუ თქვენ გსმენიათ მოუსვენარი ფეხების სინდრომის შესახებ, კარგად გეცოდინებათ, რამდენად დიდ დისკომფორტთანაა დაკავშირებული ეს უსიამოვნო მოვლენა.

მოცემული პრობლემა განსაკუთრებით ხშირად სწორედ ღამის საათებში იჩენს თავს, მაშინ, როდესაც დაძინებას ვცდილობთ. აუხსნელი სურვილი იმისა, მუდმივად ვამოძრაოთ ფეხები, ხელს გვიშლის გამოძინებაში და ძალზედ უარყოფითად მოქმედებს ჩვენს ნერვულ სისტემაზე.

თუ თქვენ გაწუხებთ კიდურებთან დაკავშირებული ისეთი პრობლემები, როგორიცაა მოუსვენარი ფეხების სინდრომი, ფეხების კრუნჩხვები, სიმძიმისა და ტკივილის შეგრძნება, ცადეთ ჩვენი დღევანდელი რეცეპტი – ის აუცილებლად დაგემარებათ!

ინსტრუქცია:

ჩაასხით ტაშტში დაახლოებით 2-3 ლიტრი ცხელი წყალი, დაუმატეთ მას რამდენიმე სუფრის კოვზი გახეხილი სარეცხი საპონი, ერთი მუჭა საჭმელი სოდა, ამავე რაოდენობით ზღვის მარილი და 10 წვეთი იოდი.

მიღებულ აბაზანაში მოათავსეთ ფეხები 15 წუთით და შემდეგ პირსახოცით კარგად შეიმშრალეთ. სანამ დაწვებით, ფეხები ღამის კრემით ან ზეითუნის ზეთით დაიმუშავეთ და შემდეგ ამოიცვით წინდები.

თუ ამ პროცედურას რეგულარულად ჩაიტარებთ, სასიამოვნო ცვლილებებიც არ დააყოვნებს. საუკეთესო ვარიანტი იქნება, თუ ფეხების ასეთ აბაზანას საწყის ეტაპზე დღეში 3-ჯერ გიკეთებთ – ასე კიდევ უფრო დააჩქარებთ მკურნალობის პროცესს.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!