როგორ გამოვიყენოთ სახამებელი ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებაში. ყურადსაღები ინფორმაცია

426

შემოგთავაზებთ სახამებლის ბაზაზე დაფუძნებულ რამდენიმე უმარტივეს საშუალებას, რომელთა დახმარებით ძალიან მარტივად, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე გაწმენდთ აბაზანას, უნიტაზს მოაშორებთ ძველ, ჩამჯდარ ლაქებს, გაწმენდთ დალაქავებულ ხალიჩას.

შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო კარტოფილის, ისე ბრინჯისა და სიმინდის სახამებელი.

  1. სახამებელი მოაყარეთ მშრალ ფილებზე, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ კუთხეებს. შემდეგ მიყევით მშრალი ღრუბლით და გაწმინდეთ. სახამებლის ნარჩენები აიღეთ ცოცხით ან მტვერსასრუტით.
  2. სახამებლით გაწმენდთ დალაქავებულ ხალიჩას. უშალოდ ლაქაზე მოაყარეთ სახამებელი და გაწმინდეთ მშრალი ჯაგრისით. შემდეგ ნარჩენები მტვერსასრუტით აიღეთ.
  3. სახამებლის საშუალებით შეძლებთ გაყვითლებული უნიტაზის გაწმენდას. ლაქაზე მოაყარეთ ლიმონმჟავა და გაწმინდეთ ჯაგრისით. შემდეგ გასაწმენდად გამოიყენეთ სახამებლი.
  4. კაფელის, მინებისა და სარკის გასაწმენდად გამოიყენეთ უნივერსალური საწმენდი საშუალება, რომლის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 500 მლ წყალი და 1 ს. კ. სახამებელი.
  5. 1 ლ წყალში გახსენით სუფრის კოვზამდე სახამებელი და მომზადებულ ნარევში ჩაყარეთ დანა-ჩანგალი, კოვზები. გააჩერეთ 10-15 წუთი და შემდეგ გარეცხეთ ღრუბლით. ამ გზით ნივთებს დაუბრუნებთ ბზინვარებას.
  6. სახამებელი ჩაყარეთ ფეხსაცმელებში, გააჩერეთ მთელი ღამე. ამ გზით შეძლებთ უსიამოვნო სუნის აღმოფხვრას.