ჩვენს დროში, როდესაც საცხოვრებელი გარემო უკიდურესადაა დაბინძურებული, ვიკვებებით არასწორად და გვახასიათებს არაერთი მავნე ჩვევა, გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემები იშვიათობას ნამდვილად არ წარმოადგენს.
განსაკუთრებით ხშირია სისხლში ქოლესტერინის დონის მატების პრობლემა, რომელიც შემდგომში ილექება ჩვენი სისხლძარღვების კედლებზე და წარმოქმნის ათეროსკლეროზულ საცობებს. რა თქმა უნდა, ყოველივე ეს თავის მხრივ იწვეს რიგ პრობლემებს: წნევის მკვეთრი ცვლილებები, სისხლის მიმოქცევის შეფერხება და ა.შ.
თუ გსურთ, ღრმა სიბერემდე შეინარჩუნოთ სიმხნევე და კარგი ჯანმრთელობა, თქვენ რეგულარულად უნდა მიიღოთ საჭირო ზომები სისხლძარღვების გასაწმენდად და გულის კუნთის გასაძლიერებლად.
ნატურალური ნაზავი, რომლის შესახებაც დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ, არაჩვეულებრივად გაართმევს თავს ამ დავალებას. მისი რეგულარული მიღებიდან ხანმოკლე დროში საოცარი ცვლილებები თვალსაჩინო იქნება: დაგირეგულირდებათ წნევა, მოგემატებათ სასიცოცხლო ენერგია, სიმხნევე, მოიწესრიგებთ ნივთიერებათა ცვლის პროცესებს და ა.შ.
როგორ შევიმციროთ ქოლესტერინის დონე სისხლში და დავირეგულიროთ წნევა
ინგრედიენტები:
- 1 კბილი ნიორი (დაქუცმაცებული)
- 1 სუფრის კოვზი ლიმონის ახლადგამოწურული წვენი
- 1 სუფრის კოვზი ნედლი გახეხილი ჯანჯაფილი
- 1 სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი
- 1 ჩაის კოვზი თაფლი
ინსტრუქცია:
- ბლენდერის გამოყენებით მოამზადეთ ერთგვაროვანი მასა ყველა ინგრედიენტისგან.
- გაყავით ის ორ თანაბარ ნაწიად.
- პირველი ულუფა მიირთვით დილით, საუზმობამდე რამდენიმე წუთით ადრე, ხოლო მეორე ულუფა – სადიობიდან რამდენიმე წუთის შემდეგ.
- კურსის ხანგრძლივობა – 5 დღე. ერთი კურსის ჩატარების შემდეგ აუცილებელია მინიმუმ 2 კვირიანი შესვენების გაკეთება.
გახსოვდეთ, რაც არ უნდა უსაფრთხოდ გეჩვენებოდეთ ესა თუ ის ხალხური რეცეპტი, თვითმკურნალბოა შეიძლება სახიფათო აღმოჩნდეს თქვენი ჯანმრთელობისათვის. ნებისმიერი საშინაო საშუალების გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ოჯახის ექიმთან.
ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ჯანმრთელობას!