ხალხურ მედიცინას საკმაოდ ბევრი მიმდევარი ჰყავს, თანაც სრულიად დამსახურებულად. უძველესი დროიდან მოყოლებული ჩვენამდე მოაღწია ხალხური მედიცინის არაერთმა საკმაოდ ეფექტურმა რეცეპტმა, რომელთაც იყენებდნენ ჩვენი წინაპრები ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც აფთიაქები და სააფთიაქო პრეპარატები საერთოდ არ არსებობდა.
დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ სახსრების სამკურნალო 4 ყველაზე პოპულარულ და მრავალჯერ გამოცდილ საშინაო მეთოდს. დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია გამოგადგებათ.
რეცეპტი №1
2-3 სუფრის კოვზი პირშუშხას გამომშრალი და დაფქული ფესვი მოხარშეთ ერთ ჩაის ჭიქა (დააახ. 250 მლ) წყალში. როდესაც ნახარში ოდნავ გაგრილდება, ჩაალბეთ მასში ნებისმიერი რბილი ქსოვილი, დაიფინეთ მტკივან სახსარზე და დაიფიქსირეთ მრლით ან დოლბანდით. შეიცვალეთ სახვევი ყოველ 30 წუთში ერთხელ.
რაც უფრო დიდი სიხშირით ჩაიტარებთ ამ მარტივ პროცედურას, მით უფრო სწრაფად გაუმკლავდებით პრობლემას.
რეცეპტი №2
შეურიეთ ერთმანეთში თანაბარი რაოდენობით ნიშადურის სპირტი (10%-იანი), იოდი (5%-იანი), გლიცერინი და თაფლი. მიღებული ნარევი თავდახურულ მდგომარეობაში დააყოვნეთ ბნელ ადგილას 10 დღე-ღამის განმავლობაში.
მზა საშუალება გამოყენებამდე ოდნავ შეიათბეთ, კარგად შეიზილეთ მტკივან სახსრებზე, გადაიკარით პარკი და შეიფუთეთ შალის თბილი ქსოვილით. ჩაიტარეთ პროცედურ ყოველ საღამოს, დაძინები წინ და დაიტოვეთ მთელი ღამით.
რეცეპტი №3
რთ ჩაის ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყალში გახსენით 2 ჩაის კოვზი ნატურალური ვაშლის ძმარი და კარგად მოურიეთ. მიირთვით ეს სასმელი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე რამდენიმე წუთით ადრე, რათა მინიმალურ ვადაში გათავისუფლდეთ პრობლემისგან. სახსრების ტკივილის პროფილაქტიკისთვის, მიირთვით ეს სასმელი დღეში მხოლოდ ერთხელ, უზმოზე.
რეცეპტი №4
კომპოსტოს ფურცელზე კარგად წაუსვით თაფლი, დაიფინეთ ზემოდან მტკივან სახსარზე და შეიხვიეთ თბილად. ჩაიტარეთ პროცედურა ყოველ საღამოს და დაიტოვეთ ეს საშუალება სამოქმედოდ მთელი ღამით. საოცარ შვებას მეორე დღესვე იგრძნობთ.
ოთხივე მეთოდის ეფექტურობა დროითა და გამოცდილებით არის დადასტურებული. დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენთვისაც სასარგებლო აღმოჩნდება. თუ მოგეწონათ სტატია, გაუზიარეთ ის მეგობრებსაც!