დაგჭირდებათ მხოლოდ მარილი, რათა სწრაფადვე გათავისუფლდეთ მაღალი წნევისა და თავის ტკივილისაგან

74208

დღეს მსურს, გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება, თუ როგორ ვებრძვი მაღალ წნევასა და თავის ტკივილს სააფთიაქო აბებისა და პრეპარატების მიღების გარეშე. ამ მეთოდს, რომლის შესახებაც დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ, უკვე არაერთი წელია ვიყენებ და შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ. დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენც გამოგადგებათ.

მაღალი წნევისა და თავის ქრონიკული ტკივილის პრობელემა საკმაოდ დიდი ხანი მტანჯავდა. სამწუხაროდ, სპეციალური აბები, რომელთაც არც ისე მცირე რაოდენობით ვიღებდი, მხოლოდ დროებით ეფექტს მაძლევდა. სწორედ წარუმატებელი მედიკამენტოზური მკურნალობის შემდეგ დახმარებისთვის ხალხურ მედიცინას მივმართე. ჩემ მეზობლად მცხოვრებმა ხნიერმა ქალბატონმა მარილის კომპრესების გამოყენება მირჩია. გამომდინარე იქიდან, რომ არაფერს ვკარგავდი, აღარ დავაყოვნე და რეგულარული პროცედურების ჩატარებას შევუდექი.

ჩემდა გასაკვირად, შედეგს დიდხანს არ დაუყოვნებია. მარილის კომპრესების რეგულარული გაკეთებიდან ხანმოკლე დროში ნამდვილი შვება ვიგრძენი.

მარილის კომპრესი მაღალი წნევისა და თავის ტკივილის წინააღმდეგ

დაგვჭირდება 250 მილილიტრი სუფთა სასმელი წყალი, რომელიც უნდა გავაცხელოთ 60-70 გრადუსამდე. გაცხელებულ წყალში ვამატებთ 2 ჩაის კოვზ მარილს და ვურევთ კარგად. ასე მივიღებთ მარილის 8%-იან ხსნარს, რომელიც სწრაფად გაუმკლავდება თავის ტკივილსა და მაღალ წნევას.

მზა ხსნარი გადადეთ გვერდზე და შეუდექით მარლის გადაკეცვას 8 ფენად. მისი სიგანე უნდა შეესაბამებოდეს თქვენი შუბლის ზომას, ხოლო სიგრძე – თავის გარშემოწერილობას. პირველ რიგში, ხელების დახმარებით კარგად დაისველეთ შუბლი, საფეთქლები და ყურები მომზადებული ხსნარით, შემდეგ კარგად ჩაალბეთ გადაკეცილი მარლა მარილის წყალხსნარში და შემოიხვიეთ ის თავზე (ძალიან არ მოიჭიროთ).

უმჯობესი იქნება, თუ კომპრესზე ზემოდან შალის თბილ ქსოვილს შემოიხვევთ. გაიჩერეთ ეს კომპრესი თავის ტკივილისა და დისკომფორტის შეგრძნების სრულ გაქრობამდე (მაქს. 15 წუთი).

ყოველთვის, როდესაც მაღალი წნევის პრობლემა მაწუხებს, სააფთიაქო აბების მიღების ნაცვლად, სწორედ ამ მეთოდს ვიყენებ. გირჩევთ, აუცილებლად ცადოთ ეს ძალიან ეფექტური საშუალება, რათა თავიდან აირიდოთ ყველა ის გვერდითი მოვლენა და უკუჩვენება, რომელიც მედიკამენტოზურიმკურნალობისთვისაა  დამახასიათებელი.