შინ მომზადებული იოდიანი კრემი ნაოჭების გაღრმავების პროფილაქტიკისთვის საუკეთესოა

4551

შემოგთავაზებთ დაბერების საწინააღმდეგო საცხის რეცეპტს. საცხს აქვს გამაახალგაზრდავებელი და მათეთრებელი ეფექტი, არბილებს კანს, ანიჭებს ელასტიურობას, კვებავს, ატენიანებს, ათანაბრებს კანის ტონს, ნაკლებად შესამჩნევი ხდება ჭორფლი და პიგმენტური ლაქები.

საცხის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • თაფლი 1 ს. კ.
  • ვაზელინი 1 ჩ. კ.
  • იოდი 1-2 წვეთი
  • აბუსალათინის ზეთი 1 ს. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

მინის თასში ჩააწვეთეთ იოდი (დოზას არ გადააჭარბოთ), დაამატეთ თაფლი, ვაზელინი, აბუსალათინის ზეთი და ურევთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. საცხი გადაიტანეთ მინის პატარა ჭურჭელში. შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე. გამოსაყენებლად ვარგისია 1 თვე.

საცხი აუცილებლად უნდა წაისვათ წინასწარ გაწმენდილ კანზე. გამოყენებამდე აუცილებლად მოურიეთ თითით და შემდეგ წაისვით. გაიჩერეთ 15 წუთიდან 2 საათამდე (დრო განსაზღვრეთ თქვენი შესაძლებლობის მიხედვით). ნარჩენი ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

გამოყენებამდე გაიკეთეთ ტესტი ალერგიაზე. მცირე ნაწილი წაისვით იდაყვის შიგნითა მხრიდან კანზე და დააკვირდით, თუ არ მოჰყვა სიწითლე და გაღიზიანება წაისვით თამამად.