რატომ და როგორ უნდა გავიკეთოთ იოდის ბადე. ის გიხსნით მრავალი სერიოზული დაავადებისაგან

58587

იოდის ბადის რეგულარულად გაკეთებით, თქვენ ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემების მნიშვნელოვნად შემსუბუქებასა და შემცირებას შეძლებთ. ამ მარტივ პრაქტიკას აქვს საოცრად დადებითი გავლენა მთელ ორგანიზმზე და ჩვენს ჯანმრთელობაზე. დღევანდელ სტატიაში დეტალურად ვისაუბრებთ იმ მიზეზებზე, თუ რატომ უნდა გავიკეთოთ იოდის ბადე პერიოდულად.

იოდის ბადის დახმარებით შეძლებთ: 

  • დაადგინოთ, გაქვთ თუ არა იოდის დეფიციტი ორგანიზმში;
  • ხველის განკურნებას;
  • სურდოსა და გაციების დამარცხებას;
  • ჭრილობების შეხორცების პროცესის დაჩქარებას.

როგორ გავიკეთოთ იოდის ბადე?

  1. იოდის ბადე სხეულზე უნდა დაიტანოთ ბამბის კოსმეტიკური ჩხირების დახმარებით.
  2. ჩაალბეთ ჩხირი იოდის 5%-იან ხსნარში, შემდეგ გაიკეთეთ ვერტიკალური და ჰორიზონტალური ხაზები.
  3. იოდის იდეალური ბადის თითოეული უჯრის ფართობი არ უნდა აღემატებოდეს 1 კვადრატულ სანტიმეტრს.
  4. იოდს აქვს უნარი, შეაღწიოს კუნთოვან ქსოვილებსა და სისხლძრღვებში. მას აქვს დამღუპველი გავლენა მავნე მიკროორგანიზმებზე.

იოდის ბადე ორგანიზმში მისი დეფიციტისას

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, მსოფლიო მოსახლეობის მესამედზე მეტი იოდის დეფიციტს განიცდის, რაც ფარისებრი ჯირვკლის პათოლოგიების განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია. ფეხმძიმე ქალბატონებში ამ უმნიშვნელოვანესი ელემენტის დეფიციტმა შეიძლება მიგვიყვანოს ნაყოფის ფიზიკურ და გონებრივ ნაკლოვანობებამდე.

როგორ გავიგოთ, გვაწუხებს თუ არა იოდის დეფიციტი

  1. ზემოთ წარმოდგენილი ინსტრუქციის მიხედვით, გაიკეთეთ იოდის ბადე ბარძაყის შიდა მხარეს.
  2. თუ 3 საათის შემდეგ იოდი კანის ფორებში შეიწოვება და მისი ბადისგან მხოლოდ მსუბუქი კვალი დარჩება, აუცილებლად გაიეარეთ კონსულტაცია ექიმთან.
  3. თუ იოდის ბადის შესაწოვად კანს დაახლოებით 8 საათი დასჭირდება, თქვენ იოდის დეფიციტი გაწუხებთ, თუმცა მხოლოდ მსუბუქ ფორმაში. პრობლემის გადასაჭრელად, მიირთვით იოდით მდიდარი ისეთი საკვები პროდუქტები, როგორიცაა: ზღვის თევზი, ზღვის პროდუქტები, ზღვის კომბოსტო და ა.შ.
  4. თუ თქვენ იოდის დეფიციტი არ გაწუხებთ, კანზე იოდის ბადის კვალი 24 საათის შემდეგაც კი უნდა შეინიშნებოდეს.

როგორც მოგეხსენებათ, იოდი მთელი ჩვენი ორგანიზმისათვის, განსაკუთრებით კი ფარისებრი ჯირკვლისთვის უმნიშვნელოვანესი ელემენტია. მისმა დეფიციტმა შეიძლება მიგვიყვანოს სხვადასხვა სერიოზულ დარღვევებამდე და პათოლოგიებამდე.

თუ კანზე დატანილი იოდის ბადე 3 საათში შეიწოვება, აუცილებლად მიმართეთ ექიმს დახმარებისთვის და იმოქმედეთ მხოლოდ მისი რჩევებისა და რეკომენდაციების მიხედვით.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია გამოგადგებათ. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგებრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!