ფუმფულა ფუნთუშები მოხალული ნიგვზით. გემრიელობა, რომელიც საკმარისი არასდროსაა

251

შემოგთავაზებთ ნაზი, ჰაეროვანი, ფუმფულა, არომატული და უგემრიელესი ფუნთუშების რეცეპტს.

ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ფქვილი 1 კგ
  • შაქარი 150 გრ
  • მარილი 2 ჩ. კ.
  • საფუარი 20 გრ
  • თბილი რძე 500 მლ
  • დარბილებული კარაქი 150 გრ
  • ზეთი 2 ს. კ.
  • კვერცხი 2 ცალი
  • ვანილის შაქარი 1 შეფუთვა

გულსართის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • კარაქი 50 გრ
  • მოხალული და გატარებული ნიგოზი 200 გრ
  • შაქარი 80 გრ
  • რძე 1-2 ს. კ.
  • დარიჩინი 1 ჩ. კ.

ცომის მომზადების წესი:

  1. გაცრილი ფქვილი ჩაყარეთ ღრმა თასში.
  2. საფუარი გახსენით თბილ რძეში. შემდეგ დაამატეთ შაქარი, ვანილი, კვერცხი და ათქვიფეთ სათქვეფით. მომზადებული მასა დაასხით ფქვილს, დაამატეთ მარილი და დარბილებული კარაქი.
  3. მოზილეთ რბილი, ელასტიური ცომი. ზემოდან მოასხით ზეთი და კიდევ ერთხელ ჩაზილეთ. თასს გადააფარეთ საკვების პარკი და დადეთ სითბოში. ასაფუებლად დასჭირდება 2 საათი.
  4. გულსართის მოსამზადებლად გამდნარ კარაქს დაამატეთ შაქარი, ნიგოზი და იმ რაოდენობის რძე, რომ მიიღოთ სქელი ფაფისებური მასა. თუ გსურთ, დაამატეთ ქიშმიშიც.
  5. ცომი გადმოიტანეთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე და გააბრტყელეთ საშუალო სისქის ოთხკუთხედ ფენად. ფენაზე  თანაბრად გაანაწილეთ მომზადებული გულსართი. აქ ჩასვი სურათი 2 ცალი
  6. ცომი ერთი ბოლოდან გადმოკეცეთ შუა ნაწილამდე. შემდეგ ზემოდან გადმოადეთ მეორე ნაწილი და დაჭერით ზოლებად. აქაც ჩასვი სურათი
  7. თითოეული ნაწილი დაგრიხეთ და დააწყვეთ საცხობ ფორმაზე. დაიცავით მანძილი. საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი. აქაც ჩასვი
  8. კვერცხის გული ათქვიფეთ, დაამატეთ 1 ს. კ. რძე. მომზადებული მასა გადაუსვით ფუნთუშებს და თბილ ადგილას გააჩერეთ 20 წუთი.
  9. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 25-30 წუთი.

ოქროსფრად დაბრაწული ფუმფულა ფუნთუშები საოცარ სურნელს აფრქვევს. გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!