როდესაც დედა ცალი თვალით საერთოდ ვეღარ ხედავდა, ის აბსოლუტურ სიბრმავეს ამ რეცეპტით გადაურჩა

23638

გთავაზობთ არაჩვეულებრივ ხალხურ რეცეპტს თვალის დაავადებების სამკურნალოდ. ის იძლევა 100%-იან შედეგს გლაუკომის, კატარაქტის, ახლომხედველობის, შორსმხედველობისა და ცრემლის ჭარბი პროდუქციის წინააღმდეგ ბრძოლის დროს.

რეცეპტი მარტივი და უნივერსალურია, რომელსაც პირადად, თანაც უკვე საკმაოდ დიდი ხანია, ვიყენებ. გამომდინარე იქიდან, რომ უკვე 10 წელზე მეტია რკინიგზაზე ვმუშაობ და რეგულარულად მედშემოწმების გავლა მიწევს, ჩემთვის კარგი მხედველობის შენარჩუნება – საბედისწერო საკითხია. ამავე რეცეპტით 62 წლის დედა აბსოლუტურ სიბრმავეს გადავარჩინე.

2 წლის წინ შევნიშნეთ, რომ დედას მარჯვენა თვალი ბოლომდე თეთრი თხელი აპკით დაეფარა, ხოლო მარცხენა თვალში მხედველობის სულ რამდენიმე პროცენტიღა ჰქონდა შენარჩუნებული. რა თქმა უნდა, ექიმს დაუყონებლივ მივმართეთ, თუმცა უკვე დაგვიანებული აღმოჩნდა. კატარაქტა – პროგნოზი, რომელიც სპეციალისტმა მალევე დაგვისვა. დედა ხმამაღლა არასდროს არაფერს უჩივოდა და ყველა პრობლემას ჩვენგან, შვილებისგან შორს, გულში იკლავდა, რის გამოც თავიდან ვერაფერს ვამჩნევდით, ბოლოს კი დაგვიანებული აღმოჩნდა.

მე, როგორც ხალხური მედიცინის მოყვარულმა, ძველ სამედიცინო ჟურნალებში სხვადასხვა რეცეპტების ძებნა დავიწყე და არჩევანი კოთხუჯისა და გულყვითელას ფესვების ნაყენზე შევაჩერე. 1 წლის განმავლობაში დედამ ნაყენი დაახლოებით 1,5 ლიტრის (3 ნახევარ ლიტრიანი ბოთლი) ოდენობით მიიღო და შედეგებმაც არ დააყოვნა: თეთრი აპკი მარჯვენა თვალზე საერთოდ გაქრა, ხოლო მხედველობა მარცხენა თვალში – საგრძნობლად გაუმჯობესდა. რა თქმა უნდა, მხედველობის შენარჩუნება მარჯვენა თვალში, რომელიც, შეიძლება ითქვას, უკვე დაღუპული იყო – ვერ შევძელით.

დღეს დედა გაცილებით უკეთ ხედავს, ვიდრე 2 წლის წინ, რაც ამ ნატურალური საშუალების დამსახურებაა, მე კი დღემდე მისი ავტორის მადლიერი ვარ.

ახლა კი გადავიდეთ უშუალოდ რეცეპტზე: 

მოათავსეთ ქილაში ერთი მუჭი კოთხუჯისა და ანალოგიური რაოდნეობით გულყვითელას ფესვები, დაასხით 0,5 ლიტრი ოჯახის არაყი და დააყოვნეთ 12 დღე-ღამის განმავლობაში ბნელ, მზის სხივებისგან დაცულ ადგილას (პერიოდულად კარგად შეანჯღრიეთ).

დაყოვნებული მასა გადაწურეთ მინის ბოთლში და შეინახეთ მაცივარში. მიირთვით ის 1 ჩაის კოვზის ოდენობით დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 20-30 წუთით ადრე. საერთო ჯამში უნდა ჩაიტაროთ ერთ წლიანი კურსი, რისთვისაც ნაყენი 4 ნახევარ ლიტრიანი ბოთლის ოდენობით დაგჭირდებათ. შეგიძლიათ მთლიანი ულუფა წინასწარ მოამზადოთ – რაც უფრო დიდხანს ყოვნდება ნაყენი, მით უფრო ძლიერია ის. ასეთ შემთხვევაში აღებული ინგრედიენტების რაოდენობა 4-ჯერ გაზარდეთ.

1 ბოთლი ნაყენი გყოფნით 2 თვე. 2 თვიან კურსებს შორის აკეთეთ ერთ თვიანი შესვენებები.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენთვისაც სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. იზრუნეთ თქვენს მეგობრებზეც, აუცილებლად გაუზიარეთ მათ ჩვენი დღევანდელი სტატია. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!