კარტოფილის ნახარში, მომზადებული ამ ინსტრუქციით, ეფექტურად ებრძვის ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებებს

2444

ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის პრობლემების დროს, ან იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ქოლეცისტიტის დიაგნოზი დაგისვეს, აუცილებლად ცადეთ ჩვენი დღევანდელი მარტივი რეცეპტი. ის სწრაფად გაგათავისუფლებთ ჯანმრთელობის არაერთი პრობლემისაგან!

დაჭირდებათ 1 კილოგრამი კარტოფილი, რომელიც უნდა გარეცხოთ კარგად (არ გათალოთ). ჩაყარეთ გარეცხილი კარტოფილი დიდი ზომის ქვებში, დაასხით 6 ლიტრი წყალი და დადგით რაც შეიძლება დაბალ ცეცხლზე. ქვაბს დააფარეთ თავსახური და ხარშეთ კარტოფილი 4 საათის განმავლობაში. ხარშვის ბოლო ეტაპზე მოაყარეთ მას მცირეოდენი მარილი და ნახარშის გადაღვრის გარეშე, მოამზადეთ კარტოფილისგან პიურე, რომელსაც ძალიან თხელი კონსისტენცია ექნება.

მომზადებული მასა დააყოვნეთ რამდენიმე საათის განმავლობაში, რათა პიურე ქვაბის ფსკერზე დაილექოს. მის ზემოთ დარჩება გამჭვირვალე სითხე, რომელიც ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის პრობლემების სამკურნალოდ გამოიყენება. გადაწურეთ ის ახალ, სუფთა ქილაში, დააფარეთ თავსახური და შეინახეთ გრილ ადგილას.

მზა სითხე მიირთვით 2 სუფრის კოვზის ოდენობით დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. კურსის ხანგრძლივობა – 30 დღე. მოამზადეთ ნახარში იმდენჯერ, რამდენჯერაც დაგჭირდებათ.

ეს სწორედ ის საშუალებაა, რომელიც აღგიდგენთ ღვიძლს, გამოიტანს სხეულიდან ზედმეტ სითხეს და დაგირეგულირებთ ნაღვის გამოყოფის პროცესს.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია გამოგადგებათ. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს სუკეთესოს!