სისხლის შედედება – პრობლემა, რომელიც ჩვენს დროში იშვიათობას ნამდვილდ არ წარმოადგენს, რაც ცხოვრების თანამედროვე სტილის შედეგია. არსებობს არაერთი ფაქტორი, რომელიც სისხლის შედედებას შეილება ჩაეყაროს საფუძვლად.
ამ პრობლემის გამომწვევი ყველაზე ხშირი მიზეზი სისხლძარღვების დაზიანება და თირკემელების მუშაობის დარღვევაა, რის შედეგადაც იცვლება სისხლის ქიმიური შემადგენლობა.
პლაზმის სიბლანტის მატება, ერითროციტების და თრომბოციტების უჯრედული გარსის ცვლილება კიდევ უფრო ზრდის სისხლის შედედებისა და თრომბების ფორმირების რისკს.
პაციენტების უმრავლესობა ამ პრობლემის თავიდან ასარიდებლად და სისხლის გასათხევადებლად ასპირინს იყენებს, თუმცა მათ დიდ ნაწილს წარმოდგენაც კი არ აქვს, თუ რამდენად დიდი ზიანის მოტანა შეუძლია ამ აბს უდიდეს სარგებელთან ერთად (ასპირინის ნაწილაკები ემაგრება კუჭის კედლებს და პროვოცირებს წყლულების გაჩენას).
სწორედ ამ მიზეზის გამო, ფიტოთერაპევტები ასპირინის გამოყენების ნაცვლად, რეკომენდაციას ჟოლოსა და შავი მოცხარის ფოთლების ნაყენის რეგულარლად მირთმევას უწევენ.
აუცილებლად უნდა დაეთმოს ყურადღება თევზის ცხიმიან სახეობებსაც, რადგან ეს სწორედ ის პროდუქტია, რომელიც არა მხოლოდ ათხევადებს სისხლს, არამედ გამოწოვს სისხლძარღვებიდან უკვე არსებულ თრმობებს. ექიმების რეკომენდაციით, ცხიმიანი თევზი უნდა მივირთვათ კვირაში მინიმუმ 3-ჯერ მაინც.
გააკონტროლეთ ის ფაქტიც, რომ თქვენი კვების რაციონი უნდა იყოს მდიდარი იოდის შემცველი საკვები პროდქტებით. ეს აუცილებელი წინაპირობაა იმისათვის, რომ სისხლი იყოს საჭირო სიბლანტის და თავიდან ავირიდოთ თრომბების ფორმირება.
სისხლის გათხევადებაში ხელს გვიწყოვს ტაურინის შემცველი პროდუქტებიც, რომლის დიდი რაოდენობით აღმოჩენაც ზღვის პროდუქტებში, ზღვის თევზში, ნიგოზსა და ნუშშია შესაძლებელი.
გაამდიდრეთ კვების რაციონი გრეიფრუტით, წითელი ბულგარული წიწაკითა და პომიდვრით. ყველა ეს პროდუქტი არაჩვეულებრივად ათხევადებს სისხლს. კარგი იქნება, თუ საკვების მირთმევის წინ ერთ ბოკალ წითელ მშრალ ღვინასაც მიირთმევთ.
ჩილეს წიწაკა – ძალიან სასარგებლი პროდუქტი, რომელიც წარმოადგენს A და E ვიტამინების, კალიუმისა და ფოლიუმის მჟავის საკმაოდ დიდ ბუნებრივ წყაროს. ყველა ეს ნივთიერება აუცილებელია სისხლის გასათხებადებლად და თრომბების ფორმირების პროფილაქტიკისთვის.
მიირთვით ყოველდღიურად ფორთოხლის ახლადმოგწურული წვენი, თუმცა არაუმეტეს 120 მილილიტრისა. C ვიტამინის საოცრად მაღალი შემცველობით გამორჩეული ეს სასმელი აუცილებლად დაგიცავთ თრომბების ფორმირებისაგან. მისი მიღება უკუჩვენებითია იმ პაციენტებისათვის, რომელთაც კუჭის წყლულოვანი დაავადებები, მომატებული მჟავიანობა ან გასტრიტი აწუხებთ.
გარდა ამ სასმელების მირთმევისა და კვების რაციონის შესაბამისი პროდუქტებით გამდიდრებისა, აუცილებლად დაიხმარეთ ეს სამკურნალო რეცეპტები, რომელთაც დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ. მათი წყალობით, არა მხოლოდ გაითხევადებთ სისხლს და დაიცავთ თავს თრომბებისაგან, არამედ მოამარაგებთ ორგანიზმს სასარგებლო მკვებავი ნივთიერებებით.
რეცეპტი №1 – ნიორი და თაფლი
250 გრამ გასუფთავებულ და წვრილად დაჭრილ ნიორს დაასხით 300 გრამი ნატურალური თაფლი, ქილას დააფარეთ თავსახური და დააყოვნეთ მაცივარში 3 კვირით. დაიწყეთ მზა საშუალების მიღება 1 სუფრის კოვზის ოდენობით დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30-40 წუთით ადრე.
რეცეპტი №2 – მუსკატის კაკალი
100 გრამ დაფქულ მუსკატის კაკალს დაასხით ნახევარი ლიტრი ოჯახის არაყი და დააყოვნეთ ოთახის ტემპერატურაზე 21 დღის განმავლობაში (პერიოდულად კარგად შეანჯღრიეთ). დაყოვნებული მასა გადაწურეთ და დაიწყეთ მისი მიღება შემდეგი ინსტრუქციის მიხედვით: 1/4 ჩაის ჭიქა ცხელ წყალში დაამატეთ ეს ნაყენი 20-30 წვეთის ოდენობით და დალიეთ ჭამამდე 30 წუთით ადრე. ეს სასმელი უნდა მიირთვათ დღის განმავლობაში 3-ჯერ. კურსის ხანგძლივობა – ნაყენის ამოწურვამდე. ერთი კურსის ჩატარების შემდეგ აუცილებელია 10 დღიანი შესვენების აღება. საერთო ჯამში რეკომენდებულია 5 კურსის ჩატარება.
რეცეპტი №3 – აბზინდა
დაღეჭეთ 1/2 ჩაის კოვზი გამომშრალი აბზინდა და მიაყოლეთ 1 ჩაის ჭიქა კეფირი. მოიქეცით ასე ყოველ საღამოს ერთი კვირის განმავლობაში, შემდეგ აიღეთ 10 დღიანი შესვენება და კვლავ დაიწყეთ აბზინდის ჭამა. ის არა მხოლოდ გაგითხევადებთ სისხლს, არამედ გაგიწმენდთ ღვიძლს და გაგიძლიერებთ იმუნიტეტს.
რეცეპტი №4 – გაღვივებული ხორბალი
ყოველდღიურად მიირთვით 1 სუფრის კოვზი გაღვივებული ხორბალი. შეგიძლიათ მისი დამატება ბოსტნეულის სალათებშიც 1 ჩაის კოვზ სელის ზეთთან ერთად, რომელიც წარმოადგენს ომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟავების საკმაოდ დიდ ბუნებრივ წყაროს და არაჩვეულებრივად ათხევადებს სისხლს.
რეცეპტი №5 – ჯანჯაფილი და დარიჩინი
დაგჭირდებათ დაახლოებით 4 სანტიმეტრი სიგრძის ჯანჯაფილის ფესვი და მწიკვი დარიჩინი. 1 ჩაის კოვზ მწვანე ჩაის დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი, დააყოვნეთ რამდენიმე წუთით და შემდეგ გადაწურეთ. მზა სასმელში დაამატეთ წვრილად დაქუცმაცებული ჯანჯაფილი, ერთი მწიკვი დარიჩინი, ნახევარილი ლიმონის წვენი და მცირეოდენი თაფლი, კარგად მოურიეთ. მიირთვით ეს სასმელი ყოველდღიურად რამდენიმე კვირის განმავლობაში, რათა საიმედოდ დაიცვათ თავი თრომბების ფორმირებისგან.
ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია გამოგადგებათ. აუცილებლად იზრუნეთ სისხლის გათხევადებაზე, რათა თავიდან აირიდოთ თრომბების ფორმირება, რომელთა არსებობა ძალიან საშიშია ჩვენი სიცოცხლისათვის. იზრუნეთ მეგობრებზეც, აუცილებლად გაუზიარეთ მათ ჩვენი დღევანდელი სტატია. გისურვებთ ჯანმრთელობას!