კოლაგენის გამომუშავების პროცესის სტიმულირება მარტივია, თუ ამ ინფორმაციას ფლობთ. სიბერეს ვერსად გავექცევით, თუმცა მისი შენელბა სავსებით შესაძლებელია

1672

თუ გსურთ, გქონდეთ ლამაზი კანი ნაოჭების გარეშე,  აუცილებლად უნდა გაიგოთ მეტი კოლაგენის, ქსოვილის ელასტიურობაზე პასუხისმგებელი პროტეინის, შესახებ. ამ ნივთიერებას ,,სილამაზის პროტეინს“ უწოდებენ. თუ კოლაგენის დონე ნორმალურია თქვენი კანი, თმა, ფრჩხილები და სახსრები მშვენიერ ფორმაში იქნება.

კოლაგენის შემცველი მრავალი კოსმეტოლოგიური                                                       პროდუქტი არსებობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა სასარგებლოა. პრობლემა ის არის, რომ ამ ცილის მოლეკულა ძალიან დიდია კანში ღრმად შეღწევისთვის. წყალში და ცხიმში ხსნადი ელემენტები ამას უმკლავდებიან, მაგრამ კოლაგენი ვერ უმკლავდება. სწორედ ამიტომ, უნდა აირჩიოთ კოსმეტიკა ისეთი კომპონენტების შემადგენლობით, რომლებიც ააქტიურებენ თქვენივე ცილის გამომუშავებას. ამ კომპონენტებში შედის: რეტინოლი, პეპტიდები, ტრეტინოინი, კოენზიმი Q10.

გირჩევთ, კოსმეტიკური საშუალებების შეძენისას ყურადღებით წაიკითხოთ შემადგენლობა!

როგორ უნდა შეუწყოთ ხელი კოლაგენის გამომუშავებას? 

არ არის აუცილებელი ძვირადღირებული კოსმეტოლოგიური პროცედურები, სახლის პირობებშიც შეგიძლიათ კოლაგენის სტიმულირება.

ალოეს გელი

ალოე ბუნებრივი პროდუქტია, რომელიც ხელს უწყობს კოლაგენის სტიმულირებას. ის ფართოდ გამოიყენება კოსმეტოლოგიურ ინდუსტრიაში. ალოეს კვებავს კანს, აღადგენს, ამშვიდებს, კურნავს დამწვრობებს, ახორცებს ჭრილობებს, აახლებს უჯრედებს და ასწრაფებს კოლაგენის სინთეზს. ალოეს გელი შეგიძლიათ წაისვათ სუფთა სახით ან დაამატოთ საცხებს.

ლობიოს გამოყენება

იმისათვის, რომ გამოიყურებოდეთ ახალგაზრდულად,  განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ კვებას. გაითვალისწინეთ, აუცილებლად უნდა მიირთვათ გარკვეული საკვები პროდუქტები, მაგალითად, ლობიო. ლობიო ახანგრძლივებს კანის ახალგაზრდობას. ჰიალურონის მჟავით მდიდარი ლობიო ორგანიზმს უნარჩუნებს წყალს. ამის წყალობით კანი რჩება დატენიანებული, ქსოვილებში კი კოლაგენის სინთეზი აჩქარებულია, კანი ხდება ელასტიური და გლუვი, ინარჩუნებს ტონუსს.

ჰიალურონის მჟავა აუმჯობესებს სახსრების მდგომარეობას.

ვიტამინი С

С ვიტამინის დეფიციტი მაშინვე აისახება კანზე, ვინაიდან ეს ვიტამინი მონაწილეობს ჰიალურონის მჟავის სინთეზში, რომელიც ხელს უწყობს კოლაგენის გამომუშავებას.

დაამატეთ თქვენი კვების რაციონს С ვიტამინით მდიდარი საკვები პროდუქტები: ციტრუსები, მწვანილი, კომბოსტო, კენკროვნები და ა. შ.

სწორი კვება

მართალია, დაუსრულებლად შეგვიძლია დავადანაშაულოთ გენეტიკა, ეკოლოგია, ცხოვრების პირობები, მაგრა აუცილებლად უნდა დავიწყოთ კვებით. თუ თქვენი კვების რაციონი მრავალფეროვანია, დაბალანსებულია პროდუქტებით, რომლებიც აჩქარებს კოლაგენის გამომუშავებას და დადებითად მოქმედებს კანის მდგომარეობაზე კანიც შესაბამისად გამოიყურება. თუ გსურთ, კანს შეუნარჩუნოთ ელასტიურობა და აიცილოთ გამოშრობა, დაამატეთ თქვენი კვების რაციონს მზესუმზირა, გოგრის თესლი, დარიჩინი, ნიორი, სელის თესლი,

სეზამი, შვრია, წიწიბურა, კვერცხი, კომბოსტო, თხილეული, ოსპი, მარწყვი, ალუბალი, მოცვი, მწვანე ჩაი და ა. შ.

კოლაგენის წარმოების სტიმულირების გზის არჩევისას ყოველთვის გაითვალისწინეთ თქვენი სხეულის მახასიათებლები და დაიმახსოვრეთ, რომ სწორი კვება, სუფთა ჰაერზე სეირნობა, ზომიერი ვარჯიში და მავნე ჩვევების უარყოფა ბევრად უფრო დაგეხმარებათ, ვიდრე საცხები და სახის ნიღბები.