ყველაზე მოქმედი და მრავალჯერ გამოცდილი ხალხური რეცეპტები სახსრების ტკივილის დასამარცხებლად

4521

სახსრეიბს ტკივილი ხანდაზმული ადამიანების დიდ ნაწილს პერიოდულად გვახსენებს თავს. ხშირია ისეთი შემთხვევებიც, როდესაც პრობლემას ქრონიკული სახე აქვს შეძენილი. ტკივილისა და დისკომფორტის საშინელი შეგრძნება გვიკარგავს ცხოვრების ხალისს და გვზღუდავს არაერთ საკითხში. არაფერია იმაზე საშინელება, როდესაც ტკივილის შეგრძნება საერთოდ მოძრაობის სურვილს გიკარგავს.

როგორ ვიქცევით ასეთ შემთხვევაში? პაციენტების უმრავლესობა ტკივილგამაყუჩებელ აბებზეა დამოკიდებული, რაც მდგომარეობას მხოლოდ ამწვავებს, რადგან ამ პრეპარატებისათვის მხოლოდ დროებითი ეფექტია დამახასიათებელი, რომ აღარაფერი ვთქვათ უკუჩვენებებზე და გვერდით მოვლენებზე.

დღევანდელ სტატიაში შემოგთავაზებთ რამდენიმე ძალიან ეფექტურ საშინაო საშუალებას სახსრების ტკივილის დასამარცხებლად. ყველა ამ რეცეპტის ეფექტურობა დროითა და გამოცდილებით არის დადასტურებული.

როგორ აღვიდგინოთ დაზიანებული სახსრები 

ერთ-ერთი საუკეთესო ხალხური საშუალება სახსრების ტკივილის დასამარცხებლად პირშუშხას ფოთლის კომპრესის სახით გამოყენებაა. აიღეთ ნედლი ფოთოლი, რამდენიმე წუთით მოათავსეთ მდუღარე წყალში, დაიფინეთ მუხლებზე და ზემოდან გადაიხვიეთ ჯერ პოლიეთილენის პარკი, შემდეგ თბილი ქსოვილი. ჩაიტარეთ პროცედურა ყოველდღიურად 7 დღის განმავლობაში.

კიდევ ერთი არაჩვეულებრივი საშუალება, რომელიც ეფექტურად უმკლავდება ტკივილს: მინის ქილაში შეურიეთ ერთმანეთში თანაბარი რაოდნეობით დენატურირებული სპირტი და ნავთი. მიღებულ ნარევში დაამატეთ 4 ცალი მთლიანი ცხარე წიწაკა, ქილას დააფარეთ თავსახური და დააყოვნეთ მასა 1 თვის განმავლობაში ბნელ ადგილას. მზა საშუალებით კარგად დაიმუშავეთ პრობლემური სახსრები ყოველ დილას და საღამოს.

მდოგვის ფხვნილი და ცილა სახსრებისთვის

ინგრედიენტები: 

  • 50 გრამი ქაფურის სპირტი
  • 100 გრამი სამედიცინო სპირტი (95%-იანი)
  • 50 გრამი მდოგვის ფხვნილი
  • 100 გრამი კვერცხის ცილა

ინსტრუქცია: 

  1. პირველ რიგში, შეურიეთ ერთმანეთში სპირტი და ქაფური, შემდეგ დაუმატეთ მდოგვის ფხვნილი.
  2. ცილა ჯერ ათქვიფეთ ცალკე ჭურჭელში და მიღებული თეთრი ქაფი დაუმატეთ პირველ ნარევს, კარგად გადაურიეთ.
  3. ყოველ საღამოს, დაძინების წინ კარგად დაიმუშავეთ პრობლემური სახსრები ამ საშუალებით.

ბაბუაწვერა – ხალხური რეცეპტი სახსრების აღსადგენად

შეაგროვეთ გაზაფხულზე დაახლოებით 130 ცალი ბაბუაწვერას ყვავილები, მოათავსეთ მინის ქილაში და დაასხით “სამმაგი ოდეკოლონი” (მთლიანი ფლაკონი). ნარევი დააყოვნეთ ბნელ ადგილას 40 დღე-ღმის განმავლობაში. მზა საშუალებით კარგად დაიმუშავეთ პრობლემური სახსრები და ტკივილის შეგრძნება მყისიერად გაქრება. მოცემული მეთოდი არაერთხელაა შემოწმებული და ის ნმადვილად მუშაობას!

კიდევ ერთი არაჩვეულებრივი საშუალება ტკივილის შესამსუბუქებლად ღორის ქონის კომპრესია. აიღეთ თხელი ქსოვილი, წაუსვით მას ღორის ქონი, დაიფინეთ პრობლემურ სახსარზე და დაიფიქსირეთ დოლბანდით. სახვევი დაიტოვეთ მთელი ღამით. ტკივილისია და დისკომოფრტის შეგრძნება დაახლოებით მე-5 პროცედურის შემდეგ გაქრება.

კარტოფილის ყვავილობის დროს მზიან დღეს მოაცალეთ ნაყოფს ყვავილები და გამოაშრეთ ისინი ჩრდილში. გამომშრალ და დაფქულ ყვავილებს დაასხით 2 ჩაის ჭიქა ცხელი წყალი და დააყოვნეთ თერმოსში 3 საათით, შემდეგ გადაწურეთ. მზა სასმელი მიირთვით დღეში 3-ჯერ ნახევარი ჩაის ჭიქის ოდენობით. კურსის ხანგრძლივობა – 21 დღე.

თუ სახსრების ტკივილი მოსვენებას არ გაძლევთ, გთავაზობთ კიდევ ერთ ეფექტურ რეცეპტს. 12 სუფრის კოვზ ამიაკს დაუმატეთ 3 სუფრის კოვზი წყალი, 1 ჩაის კოვზი თაფლი და იმ რაოდენობით ხორბლის ფქვილი, რომ მიიღოთ ცომის გუნდა. დაიფინეთ ის მტკივან მუხლზე, ზემოდან შემოიხვიეთ ჯერ პოლიეთილენის პარკი და შემდეგ შალის ქსოვილი.

ყველა ეს საშუალება არაჩვეულებრივად მუშაობს, რაშიც მოგვიანებით თავად დარწმუნდებით. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია გამოგადგებათ. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც!