მცირეოდენი კარტოფილი და ფარში შემოგრჩათ? მოამზადეთ ეს კერძი, რომელიც ნებისმიერი გურმანის გულს დაიპყრობს

1546

მცირეოდენი კარტოფილი და ფარში შემოგრჩათ? მაშინ აუცილებლად იხელმძღვანელეთ ჩვენი დღევანდელი რეცეპტით. ეს კერძი, რომელიც მზადდება საკმაოდ სწრაფად და მარტივად, ნებისმიერი გურმანის გულს წამებში დაიპყრობს.

ღუმელში გამომცხვარი კარტოფილი ფარშით

ინგრედიენტები:

  • 600 გრამი კარტოფილი
  • 3 საშუალო ზომის პომიდორი
  • 1 თავი ხახვი
  • 1/2 ჩ.კ. მარილი
  • 550 გრამი ღორის ფარში
  • 120 გრამი სულგუნი
  • 2-3 კბილი ნიორი
  • 1 ჩ.კ. დაფქული წითელი წიწაკა
  • შავი დაფქული წიწაკა სურვილისამებრ

მომზადება: 

1. ნიორი და ხახვი გაასუფთავეთ კანისგან, დააბლენდერეთ ან გაატარეთ ხორცსაკეპში.

2. ჩაამატეთ ფარშში ნიორი და ხახვი, მოაყარეთ წითელი და შავი დაფქული წიწაკა (შეგიძლიათ ნებისმიერი საყვარელი სანელებლის დამატევაც), კარგად აზილეთ და დაიწყეთ ხორცის პატარა ბურთების ფორმირება.

3. გაასუფთავეთ კარტოფილი კანისგან, კარგად გარეცხეთ და დაჭერით 1 სანტიმეტრი სისქის ნაჭრებად.

4. საცხობ ფორმაში თანმიმდევრობით მოათავსეთ კარტოფილის ნაჭრები და ხორცის ბურთები წრეზე.

5. დაჭერით პომიდორი პატარა ნაჭრებად, გაატარეთ ხორცსაკეპში ან მოამზადეთ ფაფა ბლენდერის გამოყენებით და მოასხით პომიდვრის მზა სოუსი ჩვენს კერძს ზემოდან.

6. 180 °С-მდე გაცხელებულ ღუმელში მოათავსეთ კერძი გამოსაცხობად და დატოვეთ დაახლოებით 40 წუთით. მზადყოფნამდე ორიოდე წუთით ადრე კერძს მოახეხეთ ზემოდან ყველი.

7. გემრიელად მიირთვით!

ამ კერძის გემო და არომატი აუცილებლად შეგიყვარდებათ. ჩაინიშნეთ რეცეპტი, თავად მოამზადეთ ეს უგემრიელესი კერძი კარტოფილისგან და ღორის ფარშისგან და პირობას გაძლევთ, ოჯახის ყველა წევრი და სტუმარი დიდი შთაბეჭდილების ქვეშ დარჩება.

არ დაგავიწყდეთ რეცეპტის გაზიარება მეგობრებისთვის!