როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი შესქელებული რძე საკუთარი ხელით. გთავაზობთ 3 მარტივ რეცეპტს

511

შემოგთავაზებთ რეცეპტებს, რომელთა საშუალებით ძალიან მარტივად შეძლებთ უგემრიელესი შესქელებული რძის მომზადებას.

გაითვალისწინეთ, რძე აუცილებლად უნდა იყოს ცხიმიანი.

1. კლასიკური შესქელებული რძე

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • რძე (ცხიმიანი) 5 ჩ. ჭ.
  • შაქარი 2,5-3 ჩ. ჭ.

მომზადების წესი:

  1. რძე ჩაასხით ემალის სქელძირიან ქვაბში და დადგით საშუალო ცეცხლზე.
  2. თბილ რძეს დაამატეთ შაქარი და კარგად მოურიეთ.
  3. შემდეგ ცეცხლს დაუწიეთ და ადუღეთ 2-3 საათი. პერიოდულად მოურიეთ ხოლმე. რძის მასა შესქელდება და მიიღებს მოყვითალო ფერს.
  4. მომზადებული მასა გააგრილეთ და გადაიტანეთ მინის ქილაში.

2. შესქელებული რძე ვანილის არომატით

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ნაღები (33%-იანი ცხიმიანობის) 2,5 ჩ. ჭ.
  • რძის ფხვნილი 3 ჩ. ჭ.
  • შაქარი 1 ჩ. ჭ.
  • ვანილი

მომზადების წესი:

  1. აიღეთ ორი სხვადასხვა ზომის ქვაბი. დიდ ქვაბში ჩაასხით წყალი და დადგით საშუალო ცეცხლზე.
  2. პატარა ქვაბში ჩაასხით ნაღები. ნაწილ-ნაწილ შეურიეთ შაქარი და რძის ფხვნილი.
  3. ქვაბი დადგით ორთქლის აბაზანაზე და ადუღეთ 60 წუთი. შიგადაშიგ მოურიეთ ხოლმე.
  4. ბოლოს შეურიეთ ვანილი, გადმოდგით ცეცხლიდან, გააგრილეთ და გადაიტანეთ მინის კონტეინერში.

3. შესქელებული რძე მულტიქუქერში

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • რძე (ცხიმიანი) 2 ჩ. ჭ.
  • რძის ფხვნილი 1,5 ჩ. ჭ.
  • შაქარი 2 ჩ. ჭ.

მომზადების წესი:

  1. ქვაბში ჩაასხით რძე და დადგით საშუალო ცეცხლზე. შეურიეთ მშრალი რძე და შაქარი.
  2. მომზადებული მასა გადაიტანეთ მულტიქუქერში და ჩართეთ წვნიანის მომზადების რეჟიმზე. ადუღეთ 25 წუთი. ხუფი არ დაახუროთ და პერიოდულად მოურიეთ ხოლმე. შემდეგ გადაიყვანეთ ცხობის რეჟიმზე და გააჩერეთ 20 წუთი.
  3. გააგრილეთ და გადაიტანეთ მინის ქილაში.

თქვენი ხელით მომზადებული უგემრიელესი შესქელებული რძე შეგიძლიათ გამოიყენოთ კრემების მოსამზადებლად ან მიირთვათ ბლინებთან, ალადებთან, ფუნთუშებთან ერთად.