ათეროსკლეროზი – პრობლემა, რომელიც ჩვენს დროში იშვიათობას ნამდვილად არ წარმოადგენს. სისხლძარღვებისა და არტერიების კედლებზე დალექილი მავნე ფენები აფერხებს სისხლის მიმქცევას, რის შედეგადაც ჟანგბადი და სხვა მკვებავი ნივთიერებები ჩვენს შინაგან ორგანოებს შეფერხებით მიეწოდება.
დაბინძურებული საცხოვრებელი გარემო, მოწევა, ალკოჰოლის მიღება, დაბინძურებული სასმელი წყალი – ყველა ეს ფაქტორი უარყოფითად ისახება ჩვენი სისხლძარღვების ჯანმრთელობაზე და პროვოცირებს ათეროსკლეროზის განვითარებას.
თუ მას ყურადღებას დროულად არ მივაქცევთ, გარდა სისხლის მიმოქცევის შეფერხებისა, სავსებით შესაძლებელია მივიდეთ ისეთ სავალალო შედეგებამდე, როგორიც გულის შეტევა და ინსულტია.
სისხლძარღვებს მოქნილობა რომ დაუბრუნოთ, გაზარდოთ მათი გამტარობა და აღიდგინოთ სისხლის ნორმალური მიმოქცევა, გირჩევთ, რეგულარულად მიირთვათ ნატურალური საკვები პროდუქტები, რომელთაც დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ.
როგრ ვებრძოლოთ სისხლძრღვების დაბინძურებას?
1. ნიორი
ნივრის სასარგებლო და სამკურნალო თვისებების შესახებ ყველას არაერთხელ გვსმენია, თუმცა ის აუცილებლად უნდა მივიღოთ მკაცრად განსაზღვრული ულუფით. გადაჭარბებული რაოდენობით ნივრის მირთმევის შედეგად, შესაძლებელია თავი იჩინოს დარღვევებმა გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობაში.
თუ დღეში საშუალოდ ერთ კბილ ნიორს მიიღებთ, შეძლებთ ინსულტისა და ინფარქტის განვითარების რისკის დაახლოებით 50%-ით შემცირებას. ეს ნატურალური პროდუქტი გაგიწმენდთ სისხძარღვებს, შეამცირებს მათ კედლებზე დალექილ მავნე ფენებს და გააუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.
2. ბროწეული
პოლიფენოლებითა და ანტოციანებით მდიდარი ბროწეული ეფექტურად წმენდს სისხლძარღვებს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას მთელ სხეულში. რეგულრულად მიირთვით ანტიოქსიდანტური თვისებებით გამორჩეული ბროწეული ან მისი წვენი, რათა საიმედოდ დაიცვათ თავი გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისგან.
3. მჟავე კომბოსტო
ეჭვგარეშეა, რომ ფერმენტირებული პროდუქტები ძალიან სასარგებლოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ისინი მდიდარია პრობიოტიკბით, რომლებიც უნარჩუნებს ნაწლავებს ჯანმრთელობას და აღადგენს ჯანსაღ მიკროფლორას.
ძალიან სასარგებლოა მჟავე კომბოსტო ჩვენი გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვისაც. თუ მას რეგულარულად მიიღებთ, შეზლებთ ათეროსკლეროზის განვითარების რისკის რამდენჯერმე შემცირებას.
4. სეზამის თესლი
სეზამის მარცვლები წარმოადგნს ვიტამინებისა და მინრალების საკმაოდ დიდ ბუნებრივ წყაროს. სპილენძი, მანგანუმი, რკინა, ფოსფორი, კალციუმი, მაგნიუმი, თუთია, გოგირდი, ვიტამინ B1 – ამ პროდუქტში შემავალი სასარგებლო კომპონენტების მცირე ჩამონათვალი, რომელთაც სასარგებლო გავლენა აქვს ჩვენი გულის მუშაობაზე.
მიირთვით რეგულარულად ეს პროდუქტი, რათა შეძლოთ ქოლესტერინის დონის შემცირება და სისხლის წნევის დარეგულირება. გარდა ამისა, სეზამის მარცვლები მოამარაგებს თქვენს სხეულს E ვიტამინით.
5. კურკუმა
როდესაც საუბარი გულის ჯანმრთელობაზე მიდის, აუცილებლად უნდა ვახსენოთ კურკუმა. ყვითელი შეფერილობის მქონე ეს სანელებელი შეიცავს კურკუმინს, უძლიერეს პოლიფენოლს, რომელიც გაგიძლიერებთ გულის კუნთს და გაგიწმენდთ სისხლძარღვებს.
6. B ჯგუფის ვიტამინები
B ჯგუფის ვიტამინებში იგულისხმება:
- B1 (თიამინი)
- B2 (რიბოფლავინი)
- B3 (ნიაცინი)
- B5
- B7 (ბიოტინი)
- B12
- ფოლიუმის მჟავა
არაერთი კვლევით დამტკიცებულია, რომ B ჯგუფის ვიტამინები აუცილებელია ჩვენი გულისა და სისხლძარღვების ჯანმრთელობისთვის. თუ სისხლძარღვების კედლებისათვის მოქნილობის დაბრუნება, მათი გაწმენდა და კედლების გაძლიერება გსურთ, აუცილებლად მიიღეთ ამ ვიტამინებით მდიდარი საკვები პროდუქტები ან შეიძინეთ სპეციალური დანამატები აფთიაქში.
7. L-არგინინი
ჩვენს დღევანდელ სიაში უკანასკნელი ნივთიერება არგინინი უძლიერესი ამინომჟავაა, რომელიც ამცირებს ნადებს სისხლძარღვების კედლებზე და აძლიერებს მათ.
გარდა სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებისა და სისხლძარღვების გაწმენდისა, ეს პროდუქტი საიმედოდ დაგიცავთ გულის დაავადებებისგამ, ჩაახშობს ორგანიზმში მიმდინარე ანთებით პროცესებს, გაანადგურებს ინფექციებს და ა.შ.
ინსულტისგან თავი დაცვა რომ შეძლოთ, აუცილებლად მიირთვით არგინინით მდიდარი თხილეული.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, რათა შეძლოთ ჯანმრთელობის ღრმა სიბერემდე შენარჩუნება. თუ ეს ინფორმაცია სასარგებლოდ მიგაჩნიათ, გაუზიარეთ სტატია მეგობრებსაც. გისურვებთ ჯანმრთელობას!