ჩემი ბაბუის მეთოდი, როგორ მივიღოთ პომიდვრის უხვი მოსავალი. 5 მარტივი ხრიკი

55260

სულ მალე დადგება მიწის აქტიური გადამუშავების დრო და პერიოდი. თუ თქვენ მიწის ნაკვეთი ან სულაც პატარა ბაღი გაქვთ, ახლა სწორედ ის დროა, იზრუნოთ ნატურალური ხილისა და ბოსტნეულის მოყვანაზე.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ მებაღეობაში გამოუცდელი ხართ, ამ მარტივი რჩევებითა და ხრიკებით პირველივე ჯერზე არაჩვეულებრივი მოსავლის მიღებას შეძლებთ, მთავარია, ინსტრუქციები სწორად დაიცვათ. საუბარია პომიდორზე, რომელსაც მარტივად გაზრდით საკუთარ ბაღში ან მიწის ნაკვეთზე.

პომიდვრის უხვი მოსავალი

დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ პომიდვრისთვის რამდენიმე ნატურალური სასუქის რეცეპტს, რომელთა დახმარებთ თქვენ უხვ მოსავალს მიიღებთ, ყოველგვარი დანაკარგის გარეშე.

რა არ ყოფნით მცენარეებს?

იმის განსაზღვრა, თუ რა აკლია ჩვენს მცენარეს, სავსებით შესაძლებელია გარეგანი დაკვირვებით.

  1. ზრდის შენელება, ფოთლების გაყვითლება და ჭკნობა – თქვენს მცენარეს აზოტი აკლია.
  2. ფოთლები იცვლის ფერს, ხდება იასამნისფერი, ღერო ზედმეტად თხელია, მცენარის განვითარების პროცესი შენელებულია – აზოტის უკმარისობა.
  3. ფოთლების კუთხეები ზედმეტად გამოშრა – კალიუმის დეფიციტი.
  4. ფოთლები ყვითელი ლაქებით იფარება – თქვენს მცენარეს მაგნიუმი აკლია.
  5. ფოთლების დეფორმირება და გაყვითლება – კალციუმის უკმარისობა.

რა შედეგს გვაძლევს ნატურალური სასუქების გამოყენება?

მკვებავი ნივთიერებები, რომელთაც სასუქები ჭარბად შეიცავს, მცენარეს აჯანსაღებს და აძლიერებს, ხდის უფრო მდგრადს სხვადასხვა დაავადებების მიმართ. გარდა ამისა, ნატურალური სასუქების დახმარებით თქვენ საგრძნობლად დააჩქარებთ მცენარის ზრდის პროცესს და მიიღებთ უხვ მოსავალსაც.

გარდა ამისა, ეს ნატურალური სასუქები:

  • აძლიერებს მცენარის ფესვთა სისტემას;
  • აძლიერებს მცენარის საერთო იმუნიტეტს;
  • იცავს სხვადასხვა დაავადებების განვითარებისგან;

რითი გამოვკვებოთ პომიდვრის ნერგები?

ნებისმიერი გამოცდილი მებაღე დაადასტურებს, რომ მცენარის სრულფასოვნად გასაზრდელად სასუქების გამოყენება აუცილებელია – მხოლოდ მიწიდან მცენარე ვერ ახერხებს ყველა საჭირო ნივთიერების შეწოვას.

იოდი

აავსეთ 10 ლიტრიანი სათლი (ვედრო) წყლით და ჩაამატეთ მასში 10 წვეთი იოდი. ნახევარი ლიტრი ამ ხსნარით მორწყეთ თქვენი პომიდორი კვირაში მაქსიმუმ 1-ხელ ან 2-ჯერ.

ნიორი

თუ თქვენი მცენარეები ავადმყოფობენ და მათი იმუნიტეტი დაქვეითებულია, აუცილებლად გამოყენეთ ნივრის სასუქი. 5 კბილ ნიორს დაასხით 1 ლიტრი მდუღარე წყალი და დააყოვნეთ 20 წუთით. 1 სუფრის კოვზი ეს ხსნარი გახსენით 1 ლიტრ წყალში და მორწყეთ თქვენი მცენარე კვირაში 2-ჯერ.

საფუარი

პომიდვრისთვის არაჩვეულებრივი სასუქია საფუარი. 3 ლიტრ გაფილტრულ წყალში, რომელიც არ შეიცავს ქლორს, ჩაამატეთ 100 გრამი წვრილად დაფქული საფუარი და ნახევარი სუფრის კოვზი შაქარი. ხსნარს თავზე დააფარეთ მარლა და შეინახეთ სითბოში, პერიოდულად კარგად შეანჯღრიეთ. სასუქი მზად მაშინ იქნება, როდესაც დუღილის პროცესი შეწყდება. ეს ნარევი გახსენით 10 ლიტრ წყალში და თვეში ერთხელ მორწყეთ პომიდვრის ნერგები (თითო ნერგზე 1 ლიტრი).

კვერცხის ნაჭუჭი

კვერცხის ნაჭუჭი მცენარისთვის კალციუმის არაჩვეულებრივი წყაროა. 3-4 კვერცხის ნაჭუჭი დაფქვით და ჩაყარეთ 3 ლიტრიან ქილაში, დაასხით თბილი წყალი და დააყოვნეთ 2-3 დრის განმავლობაში. მზა სასუქით მორწყეთ თქვენი მცენარეები თვეში 2-ჯერ.

ყავის ნალექი

თუ ყავის ნალექს მიწაში ჩაამატებთ, ის უფრო ფხვიერი გახდება და გამდიდრდება სასარგებლო ნივთიერებები. გარდა ამისა, თქვენ მიწაში გაზრდის აზოტისა და ჟანგბადის კონცენტრაციას, რაც მცენარეს სწრაფად განვითარებაში შეუწყობს ხელს.

თითოეული ეს სასუქი დაგეხმარებათ მცენარს სწრაფად და სრულფასოვნად გაზრდაში. თუ წელს საკუთარი ხელით მიწის განაყოფიერება დააპირეთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს რჩევები და იმედებიც არ გაგიცრუვდებათ.

თუ მოგეწონათ სტატია, არ დაგავიწყდეთ მისი გაზიარება მეგობრებისთვის!