5 იაფი სააფთიაქო მალამო, რომელიც ნაოჭებს კოსმეტიკაზე უკეთ აგლუვებს

2031

ქალების ფორუმებში სულ უფრო ხშირად ჟღერს მოწოდებები, თავი დავანებოთ ძვირად ღირებულ аnti-age საშუალებებს და გამოვიყენოთ გამოცდილი სააფთიაქო მალამოები. ისინი შესანიშნავად უმკლავდებიან ნაოჭების გასწორების პროცესს და მათი მთავარი უპირატესობა გახლავთ ფასი და მაღალი ეფექტურობა. თუ კანის დაბერების პრობლემა თქვენთვის ნაცნობია – მიაშურეთ აფთიაქს! ნამდვილად არ ინანებთ.

თუთიის მალამო

თუთიის მალამოს უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია, რის გამოც მას უამრავ კოსმეტიკურ საშუალებებში იყენებენ, მათ შორის ნაოჭების საწინააღმდეგოდ. თუთია – ბუნებრივი მზისგან დამცავი საშუალებაა, რომელიც ულტრაიისფერი სხივებისგან იცავს კანს – სწორედ ეს გახლავთ კანის ნაადრევად დაბერების ძირითადი მიზეზი. მალამო შინიდან გასვლის წინ თხლად უნდა წაისვათ პრობლემურ ადგილებზე. გაითვალისწინეთ, რომ ის კანს აშრობს, ამიტომ, შეუთავსეთ დამატენიანებელ საცხს.

ჰიდროკორტიზონის მალამო

პრეპარატი ბოტოქსის ცნობილი ინიექციების ანალოგი გახლავთ, თუმცა, მას მოქმედების სულ სხვა პრინციპი აქვს. ჰიდროკორტიზონის მალამოს შეუძლია კანის დატენიანება შიენარჩუნოს, რისი წყალობითად ნაოჭები სწორდება და ნაკლებად შესამჩნევი ხდება. წაისვით მალამო თხლად დღეში ორჯერ.

მალამო რელიფი

მოცემული მალამო უკვე დიდი ხანია, ნაოჭების წინააღმდეგ გამოიყენება. საქმე იმაშია, რომ მის შემადგენლობაში შედის ზვიგენის ცხიმი, რომელიც ქსოვილების გამყარებას და უჯრედების რეგენერაციას უწყობს ხელს. გარდა ამისა, რელიფის მალამო მომენტალურად აქრობს თვალების ირგვლივ სიშავესა და შეშუპებას. წაისვით მალამო ყოველ დილა-საღამოს.

ჰეპარინის მალამო

ჰეპარინის მალამოს შეშუპების საწინააღმდეგო თვისებები გააჩნია, ამიტომ ფართოდ გამოიყენება თვალების ირგვლივ სიშავისა და შეშუპების მოსაცილებლად, ასევე, პატარა ნაოჭების წინააღმდეგ. წაისვით მალამო დღესი 2-ჯერ ფრთხილი მოძრაობებით.

მალამო რადევიტი

მალამო მდიდარია А, Е, D2, ვიტამინებით, რისი წყალობითაც მისი გამოყენება აუმჯობესებს კანის მდგომარეობას, ასწორებს ნაოჭებს და სახის კანს აღიავებს. შეიძილეთ მალამო ფრთხილად ყოველ დილა-საღამოს.