ასაკის მატების პარალელურად ჩვენი კანი კარგავს სიმტკიცეს და გვიჩნდება ნაოჭები, რაც სავსებით ნორმალური მოვლენაა. სამწუხაროდ, სიბერეს გვერდს ვერ ავუვლით, თუმცა სავსებით შესაძლებელია მისი შენელება და შეფერხება, რაშიც სხვადასხვა სპეციალური ნიღბები გვეხმარება.
გირჩევთ, არჩევანი არა დარეკლამებულ კოსმეტიკურ პროდუქციაზე, არამედ საშინაო ნიღბებზე შეაჩეროთ. სხვადასხვა ნატურალური პროდუქტების კომბინირებით, მიიღებთ ძალიან ეფექტურ საშუალებას, რომელიც დაუბრუნებს თქვენს კანს სიმტკიცეს და გაგაახალგაზრდავებთ ვიზუალურად.
ჟელატინის ნიღაბი ნაოჭების გასაგლუვებლად
საკმაოდ ხშირად ვაწყდებით ამ პროდუქტს ხალხური მედიცინის იმ რეცეპტებში, რომლებიც სახსრებისა და ძვლების გასაჯანსაღებლად გამოიყენება. ძალიან ეფექტურია ჟელატინი კანის გასაახალგაზრდავებლადაც, რადგან, შეიძლება ითქვას, ის ნატურალური კოლაგენია. ეს დენატურირებული ცხოველური ცილა წარმოადგენს სახის კანის გამაახალგაზრდავებელი ნიღბებისა და თმის მოსავლელი საშუალებების ერთ-ერთ უმთავრეს კომპონენტს.
თაფლი, რძე, გააქტივებული ნახშირი და ჟელატინი – კომბინაცია, რომელსაც უკვე საკმაოდ დიდი ხანია პირადად ვიყენებ სახის კანის მოსავლელად. ის არაჩვეულებრივად წმენდს ფორებს მთელი ჭუჭყისა და სიბინძურისგან, ჭიმავს სახის კანს და ხდის ნაოჭებს ნაკლებად შესამჩნევს.
2 სუფრის კოვზ ჟელატინს დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი წყალი და შედგით მიკროტალღურ ღუმელში 30 წამით. გაფუვებულ მარცვლებს დაუმატეთ თაფლი, რძე და დაფქული გააქტიცებული ნახშირი ნახევარ-ნახევარი ჩაის კოვზის ოდენობით და კვლავ დააბრუნეთ ღუმელში 10 წამით. როდესაც ნარევი ოდნავ გაგრილდება, კარგად წაისვით ის სახის კანზე კოსმეტიკური ფუნჯის გამოყენებით, დაიტოვეთ სამოქმედოდ 20-30 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
უკვე პირველი პროცედურის შემდეგ სასიამოვნო ცვლილებები აუცილებლად თვალსაჩინო იქნება. გაიკეთეთ ეს ნიღაბი კვირაში 2-ჯერ, რათა ძალიან მალე ნაოჭები ნაკლებად შესამჩნევი გახდეს.
ჟელატინის ნიღაბი თმისთვის
თუ გსურთ, ზუსტად ერთ ღამეში დაუბრუნოთ თმას საოცარი მოცულობა და ბზინვარება, აუცილებლად ცადეთ ჟელატინის ნიღაბი. თმის გაყოფილი ბოლოები და საფარის შეთხელება – ორივე ეს უსიამოვნო პრობლემა ძალიან მალე წარსულში დარჩება!
თმის გასაჯანსაღებლად და მისი ძირების გასაძლიერებლად დაგჭირდებათ მხოლოდ ჟელატინი და თმის ნებისმიერი ბალზამი. აიღეთ ჟელატინი 4 სუფრის კოვზის ოდენობით და გაადნეთ ის წყლის აბაზანაზე. როდესაც გამდნარი ჟელატინი ოდნავ გაგრილდება, დაუმატეთ ის 2 სუფრის კოვზი ბალზამს და კარგად მოურიეთ.
მიღებული ნარევით დაიმუშავეთ თავის კანი და თმა მთელ სიგრძეზე, გაიჩერეთ რამდენიმე წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ. თუ კვირაში ერთხელ ამ პროცედურას ჩაიტარებთ, მიანიჭებთ თმას დამატებით მოცულობას, გიაჯანსაღებთ თავის კანსა და თმის ძირებს, დააჩქარებთ მისი ზრდის პროცესს და ა.შ.
ახლა თქვენ უკვე იცით, თუ როგორ მოუაროთ სახის კანსა და თმას სახლის პირობებში ჟელატინის გამოყენებით. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია გამოგადგებათ. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც!