ხრიკები დიასახლისებისათვის, რათა მაქსიმალურად გავიმარტივოთ სახლის დალაგება-დასუფთავების პროცესი

47940

ყველა დიასახლისმა კარგად ვიცით, თუ რამდენად დიდ დროს, ენერგიასა და ძალისხმევას მოითხოვს სახლის დალაგება-დასუფთავება. თუ გსურთ, თქვენს სახლში აბსოლუტურად ყველა ნივთი სისუფთავისგან ბრწყინავდეს, აუცილებლადა ჩაინიშნეთ ეს ხრიკები, რომელთაც დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ.

როგორ გავიმარტივოთ სახის დალაგება-დასუფთავების პროცესი? 

1. საპირფარეშოში ყოველთვის სასუამოვნო სუნი რომ იდგეს, დაამატეთ უნიტაზის ჯაგრისში თქვენთვის სასურველი ეთერზეთი სულ რამდენიმე წვეთის ოდენობით.

2. ლიმონის წვენი – საუკეთესო დამხმარე, როდესაც საუბარი საოჯახო ნივთებიდან ნადებისა და ჟანგის მოშორებაზე მიდის. დანები, ჩანგლები, კოვზები – ყველა ეს ნივთი იდეალურად იბრწყინებს, თუ მათ ლიმონის წვენით გააპრიალებთ.

3. მციეროდენ ჭურჭლის სარეცხ საშუალებაში დაამატეთ 1 სუფრის კოვზი სუფრის ძმარი – ასე მიიღებთ ნაზავს, რომელიც იდეალურად გააპრიალებს ნებისმიერი სახის ზედაპირს.

4. გააპრიალეთ ფანჯრები მხოლოდ წყალით, რომელშიც 1 კოვზი კარტოფილის ან სიმინდის სახამებელი გაქვთ დამატებული. ასე შეძლებთ არა მხოლოდ ფანჯრების იდეალურად გაპრიალებას, არამედ სისუფთავის ეფექტის დიდი ხნით შენარჩუნებას.

5. სააბაზანოში წაუსვით თქვენს სარკეს გლიცერინისა და სპირტის ნარევი, რათა ის აღარ დაიორთქლოს.

6. სანამ სამზარეულოს წინსაფარს ან ტილოს გარეცხავთ, ჩაალბეთ ის თბილი წყალისა და ძმრის ნარევში. ასე არა მხოლოდ ამოიყვანთ ნებისმიერ ლაქას, არამედ მოაშორებთ ამ ნივთებს გამჯდარ უსიამოვნო სუნს.

7. კარის სახელურები სისუფთავისგან რომ ბრწყინავდეს, რეგულარულად გაწმინდეთ ისინი წყალში დამატებული მცირეოდენი სპირტით.

8. თუ თქვენს ავეჯს უსიამოვნო სუნი გაუჯდა, დაამუშავეთ ზედაპირი მცირეოდენი არყით, დატოვეთ რამდენიმე საათით და შემდეგ გაწმინდეთ ტენიანი ქსოვილით.

9. ხალიჩებს მარტივად დაუბრუნებთ იდეალურ სისუფთავეს, თუ გარეცხავმდე მის ზედაპირზე საჭმელ სოდას მოაბნევთ და რამდენიმე საათით დააყოვნებთ.

10. ქრომირებული ზედაპირის მქონე ნივთები იდეალურად სუფთა და ბზინვარე რომ იყოს, პერიოდულად გააპრიალეთ ისინი შუაზე გაჭრილი ლიმონით.

11. სარმიკს ზედაპირიდან მარტივად მოაშორებთ ლაქებშ შუაზე გაჭრილი კარტოფილის გამოყენებით.

12. შეათბეთ მარილი ტაფაზე, ჩაყარეთ პატარა ტომარაში და მოათავსეთ თქვენს ფეხსაცმელში. ის ბოლომდე შეიწოვს ტენსა და უსიამოვნო სუნს.

13. თუ სამზარეულოში უსიამოვნო სუნმა დაისადგურა, დადგით ტაფა ცეცხლზე, ჩაასხით მასში ერთი ან ორი სუფრის კოვზი ძმარი და მოითმინეთ მის სრულ აორთქლებამდე.

ამ მარტივი ხრიკების დახმარებით, მარტივად შეძლებთ ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საქმიანობების შემსუბუქებას. თუ მოგეწონათ ჩვენი დღევანდელი რჩევები, აუცილებლად გაუზიარეთ სტატია მეგობრებსაც!