როგორ მოვამზადოთ ზღაპრულად გემრიელი და არომატული შოკოლადის ფხვიერი ორცხობილები. ჩემს შვილებს განსაკუთრებულად უყვართ

199

შემოგთავაზებთ შოკოლადის ორცხობილების რეცეპტს. ზღაპრულად გემრიელი, არომატული და ფხვიერი ორცხობილები თქვენს პატარებს ძალიან მოეწონებათ.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • კარაქი 200 გრ
  • შაქარი 120 გრ
  • კვერცხი 1 ცალი
  • ფქვილი 300 გრ
  • მარილი ნახევარი ჩ. კ.
  • კაკაო 3 ს. კ.
  • თხილი 1 ჩ. ჭ.
  • რძიანი შოკოლადი 50 გრ

მომზადების წესი:

პირველ რიგში, თხილი მოხალეთ და კანისგან გაასუფთავეთ. შემდეგ დაჭერით, შეგიძლიათ დანაყოთ, მაგრამ ძალიან არ დააქუცმაცოთ.

  1. კარაქი გაადნეთ, დაამატეთ კვერცხი, მარილი, შაქარი და კარგად აურიეთ.
  2. დაამატეთ ფქვილი, კაკაო, თხილი და მოზილეთ ცომი.
  3. ცომისგან მოამზადეთ პატარა ბურთულები.
  4. საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი. ცომის ბურთულები გააბრტყელეთ და დააწყვეთ საცხობ ფორმაზე.
  5. ღუმელი გააცხელეთ 250 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 7 წუთი.
  6. შოკოლადი გაადნეთ ორთქლის აბაზანაზე. შეგიძლიათ გამოიყენოთ თეთრი შოკოლადიც.
  7. მზა ორცხობილები ერთი ნაწილით ჩაყავით გამდნარ შოკოლადში და დააწყვეთ ლანგარზე. გააგრილეთ და 15 წუთით შედეთ მაცივარში.

მოცემული ცომით შეგიძლიათ მოამზადოთ საახალწლო ორცხობილები. დასაჭრელად გამოიყენეთ სასურველი ფორმები და შოკოლადის უგემრიელესი ორცხობილები გააფორმეთ თქვენი ფანტაზიით.

გემრიელად მიირთვით!