ამ მწვანე ჯემის რეცეპტი მეზობელმა ხნიერმა ქალბატონმა გამანდო. იმდენად გემრიელი და უჩვეულო გამოდის, ყველა რეცეპტს მთხოვს

1351

ოჯახთან ერთად აგარაკზე დასვენების დროს სრულიად შემთხვევით შევნიშნე, თუ როგორ ხუფავდა ჩემი მეზობელი მურაბას ქილებში. თითქოს აქ უჩვეულო არაფერია, თუმცა ქილის შიგთავსი გაჯერებული მწვანე ფერით გამოირჩეოდა. დიდხანს ვფიქრობდი, რისგან ამზადებდა ჩემი მეზობელი ხნიერი ქალბატონი ჯემს, მას ასეთი შეფრილობა რომ ჰქონდა. ქალბატონთან მისვლა და ამ შეკითხვის დასმა გადავწყვიტე, მან კი პიტნისა და ლიმონის ძალიან გემრიელი ჯემის რეცეპტი გამანდო. უკვე მესამე წელია მას ყოველ სეზონზე ვამზადებ, თანაც საკმაოდ დიდი რაოდენობით.

პიტნისა და ლიმონის ჯემი

ინგრედიენტები:

  • 1 ლიტრი წყალი
  • 200 გრამი პიტნა
  • 1 ლიმონი
  • 2 ჩაის ჭიქა შაქარი
  • მთლიანი შეფუთვა ჟელატინი
  • საკვების მწვანე საღებავი

მომზადება: 

1. პირველ რიგში, გაამზადეთ პიტნის ფოთლები. კარგად გარეცხეთ ისინი, შეამშრალეთ და შემდეგ დაჭერით თავის ღეროებთან ერთად.

2. ლიმონი გარეცხეთ და დაჭერით თავის კანთან ერთად თხელ რგოლებად ან საშუალო ზომის კუბიკებად. დამუშავებული, გამზადებული პიტნა და ლიმონი მოათავსეთ 1 ლიტრ მდუღარე წყალში.

3. ხარშეთ დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში, პერიოდულად აუცილებლად კარგად გადაურიეთ. 20 წუთის შემდეგ გადმოდგით ქვაბი ცეცხლიდან და ნახარში 2-ჯერ კარგად გადაწურეთ. გადასაწურად გამოიყენეთ წვრილი ბადე ან დურშლაგი. შეგიძლიათ, ისარგებლოდ რამდენიმე ფენად გადაკეცილი მარლითა და დოლბანდით.

4. გამჭვირვალე სიროფი კვლავ დააბრუნეთ ქვაბში და ჩაყარეთ შაქარი. ხარშეთ კიდევ დაახლოებით 20-30 წუთის განმავლობაში. რაც უფრო დიდხანს დატოვებთ მას ცეცხლზე, მით უფრო ბლანტი იქნება ჯემი.

5. ხარშვიდან დაახლოებით 30 წუთის გასვლის შემდეგ ჩაამატეთ მასაში ჟელატინი ან აგარ-აგარი. პირადად მე ვიყენებ ჟელატინს, რომელიც მაღაზიებში “ჟელფიქსისა” და “ჟელინკას” სახელწოდებით იყიდება. მისი ჩამატების შემდეგ ხარშეთ ნარევი კიდევ 2 წუთის განმავლობაში, აუცილებლად მუდმივი მორევის პირობებში.

6. მზა ჯემის ფერი ძალიან მკვეთრი და გაჯერებული არ იქნება, თუ მასში საკვების საღებავს არ ჩაამატებთ. მის შეძენას მარტივად შეძლებთ საკონდიტრო მაღაზიებში და ჰიპერმარკეტებში. საკვების საღებავი უკვე გაგრილებულ მასაში უნდა ჩავამატოთ და კარგად გადავურიოთ.

7. მინის სტერილურ ქილებში მოხუფეთ პიტნისა და ლიმონის ძალიან გემრიელი ჯემი ზამთრისთვის.

დარწმუნებული ვარ, პიტნისა და ლიმონის ძალიან გემრიელი და სასარგებლო ჯემის მომზადებას იოლად გაართმევთ თავს ამ ინსტრუქციით. როდესაც ამ ჯემს გასინჯავთ, მისი სასიამოვნო გემო, არომატი და უჩვეულო შეფერილობა იმდენად შეგიყვარდებათ, რომ მას კიდევ არაერთხელ მოამზადებთ.