ამ მარტივ პრაქტიკას, რომელსაც დღევანდელ სტატიაში გაგაცნობთ, აქვს დადებითი გავლენა არა მხოლოდ ჩვენს ხერხემალზე, არამედ მთელ საყრდენ-მამოძრავებელ სისტემაზე.
სწორედ ამიტომ, თუ თქვენ ხერხემალთან, სახსრებთან, ძვლებთან ან შემაერთებელ ქსოვილებთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემა გაწუხებთ, აუცილებლად მიჰყევით დახმარებისათვის ამ მარტივ ინსტრუქციას.
დაახლოებით 2 თვის განმავლობაში ყოველ საღამოს, დაძინების წინ მიირთვით ხუთი ცალი გარგარის ჩირი (კურაგა), ერთი ცალი ლეღვის ჩირი და ერთი შავი ქლიავის ჩირი.
როგორც მოგეხსენებათ, სამივე ნაყოფი წარმოადგენს სასარგებო მკვებავი ნივთიერებების საკმაოდ დიდ წყაროს. ყოველ საღამოს ამ პროდუქტების მირთმევით, შეძლებთ იმ ქსოვილების ბოლომდე აღდგენას, რომელთაგანაც ხერხემლის მალთაშუა დისკები შედგება.
თუ წელის ან ხერხემლის ტკივილმა შეგაწუხათ, დაიწყეთ ამ ჩირების მირთმევა დღეიდანვე და პირობას გაძლევთ, სასიამოვნო ცვლილებებს ძალიან მალე იგრძნობთ. დაახლოებით 2 თვეში ბოლომდე გათავისუფლდებით ტკივილისა და დისკომფორტის უსიამოვნო შეგრძნებისგან.
გარდა ძალიან დადებითი გავლენისა ჩვენს საყრდენ-მამოძრავებელ სისტემაზე, კურაგის, ლეღვისა და ქლიავის ჩირი ძალიან სასარგებლოა როგორც მამაკაცების, ასევე ქალბატონების სასქესო სისტემაზე.
რატომ არის სასარგებლო ამ პროდუქტების კომბინაცია ჩვენი ხერხემლისათვის?
გარგარის ჩირი, რომელსაც კურაგის სახელწოდებითაც ვიცნობთ, სასარგებლო ვიტამინების ძალიან დიდი ბუნებრივი წყაროა. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ამ პროდუქტს აქვს ძალიან დადებითი გავლენა ჩვენს გულის კუნთზე, რაც მასში შემავალი საკმაოდ დიდი რაოდენობით კალიუმის დამსახურებაა. ფოსფორით, რკინით, კალციუმით, კაროტინიათა და ვიტამინ B5-ით მდიდარი გარგარის ჩირი არაჩვეულებრივია კიბოს პროფილაქტიკისთვისაც.
რაც შეეხება ლეღვის ჩირს, ის ძალიან სასარგებლო პროდუქტია, რომელიც თავიდან გვარიდებს ორგანიზმში სიმსივნური უჯრედების ზრდა-გამრავლებას და ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების ფორმირებას. გარდა ამისა, ეს პროდუქტი ეფექტურად გამოდევნის პარაზიტებს ნაწლავებიდან და აქვს ძალიან დადებითი გავლენა ფარისებრი ჯირკვლის მუშაობაზე.
შავი ქლიავის ჩირი – კიდევ ერთი საჩუქარი ბუნებისაგან, რომელსაც აქვს სასარგებლო გავლენა მთელ ორგანიზმზე. განსაკუთრებით კარგი ეს პროდუქტი ჩვენი კუჭ-ნაწლავის ტრაქტისთვისაა. ის ეფექტურად გვეხმარება ყაბობის მოშორებაში და საჭმლის მონელების პროცესის მოწესრიგებაში. ძალიან სასარგებლოა ეს პროდუქტი იმ პაციენტებისთვისაც, რომელთაც გულთან, თირკმელებთან, ღვიძლთან და საყრდენ-მამოძრავებელ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებთ.
ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენც დაგეხმარებათ. დაიწყეთ სამივე ჩირის მირთმევა ყოველ საღამოს, რათა ხანმოკე დროში საოცარი ცვლილებები იხილოთ. გაუზიარეთ სტატია მეგობრებსაც, რათა მათაც იცოდნენ ამ მარტივი პრაქტიკის შესახებ. გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას!