კაკლის ბირთვების ადგილი სანაგვე ურნაში არ არის. ის ნამდვილი პანაცეაა მრავალი პრობლემის წინააღმდეგ

7628

როგორც წესი, როდესაც კაკალს ვასუფთავებთ, მის ბირთვებს სანაგვე ურნაში ვისვრით. იცოდით, რომ ჩვენი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა არა მხოლოდ უშუალოდ ნაყოფი, არამედ თხელი ბირთვი, რომელიც მას შიგნიდან აკრავს? ის ნამდვილი პანაცეაა არაერთი პრობლემის წინააღმდეგ!

კარგად მახსოვს, როგორ აყოვნებდა ბებია კაკლის ბირთვებს მდუღარე წყალში და ყოველთვის ვეკითხებოდი, თუ რატომ აკეთებდა ის ამას. დღეს ყველაფერს არაჩვეულებრივად ვხვდები და მინდა, ჩემი ცოდნა და გამოცდილება თქვენც გაგიზიაროთ.

პირველ რიგში, უნდა ავღნიშნოთ, რომ კაკლის ბირთვების ნაყენი არაჩვეულებრივი საშუალებაა ორგანიზმში იოდის მარაგის შესავსებად, რომლის დეფიციტიც შეიძლება იქცეს არაერთი სერიოზული დაავადების განვითარების საფუძვლად (ფარისებრი ჯირკვლის მუშაობის დარღვევა, მასტოპათია, მიომა, პროსტატის ჯირკვლის ადენომა და ა.შ.).

ქრონიკული სისუსტე, თითების კანკალი, მეხსიერების დაქვეითება და მაღალი არტერიული წნევა – ყველა ეს უსიამოვნო მოვლენა სწორედ ორგანიზმში იოდის დეფიციტით შეიძლება იყოს განპირობებული .

განსაკუთრებით აქტუალური ამ ელემენტის დეფიციტი ხანდაზმულ პაციენტებში, ორსულებში, მეძუძურ დედებში და იმ ადამიანებშია, რომლებიც დიდ დროს კომპიუტერის ეკრანის წინ ატარებენ.

იმისათვის, რომ შეივსოთ იოდის მარაგი ორგანიზმში, თქვენ დაგჭირდებათ ნახევარი ჩაის ჭიქა წვრილად დაქუცმაცებული ან დაფქული კაკლის ბირთვები.

მომზადების წესი:

  1. ჩაყარეთ კაკლის ბირთვები ემალის ქვაბში და დაასხით 2 ჩაის ჭიქა ცივი წყალი, მიიყვანეთ დუღილამდე.
  2. როდესაც ნარევი წამოდუღდება, გადმოდგით ის ცეცხლიდან და დააყოვნეთ 10 წუთით.
  3. გაგრილებული ნაყენი გადაწურეთ ახალ, სუფთა ჭურჭელში და შეინახეთ მაცივარში.

გამოყენების წესი: 

  1. მზა ნახარში უნდა მიიღოთ დღეში 3-ჯერ, სულ რაღაც ერთი ყლუპის ოდენობით. თუ მოცემული საშუალება ამოგეწურებათ, მოამზადეთ ახალი ულუფა.
  2. კურსის ხანგრძლივობა 1-დან 4 კვირამდე – ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მწვავეა თქვენი მდგომარეობა.
  3. კაკლის ბირთვების ნაყენის ყოველდღიური მიღებიდან 1 კვირაში ჩაიტარეთ პატარა ტესტი: წაისვით იოდი კანის პატარა მონაკვეთზე და დააკვირდით – თუ ის დიდი ხნის განმავლობაში კანმა ის ბოლომდე არ შეიწოვა, შეწყვიტეთ კურსი. თუ იოდის დატანილი ბადე მალევე გაქრა, მკურნალობა კვლავ განაგრძეთ.

კაკლის ბირთვების ნაყენი ეფექტურად ებრძვის კონიუქტივიტსაც! 

ნახევარი ჩაის ჭიქა კაკლის ბირთვები დაფქვით ყავის საფქვავის გამოყენებით, ჩაყარეთ ქვაბში და დაასხით 2 ჩაის ჭიქა ცივი წყალი. ნარევი მიიყვანეთ დუღილამდე და ხარშეთ დუღილის დაწყებიდან კიდევ 20 წუთის განმავლობაში, შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და მიეცით დრო გასაგრილებლად. გაგრილებული ნაყენი გადაწურეთ რამდენიმე ფენად გადაკეცილი დოლბანდის ან მარლის გამოყენებით. თქვენ მიიღებთ დაახლოებით ნახევარ ჭიქა მუქი-ყავისფერი ფერის სითხეს, რომელშიც უნდა ჩაალბოთ ბამბის დისკები და დაიფინოთ ქუთუთეობზე რამდენიმე წუთით. მოიექცით ასე ყოველ საღამოს 1 კვირის განმავლობაში.

კაკლის ბირთვები პროსტატის ადენომის, პროსტატიტისა და საკვერცხეების კისტის წინააღმდეგ!

2 სუფრის კოვზ კაკლის დაფქულ ბირთვებს დაასხით 1,5 ჩაის ჭიქა (დაახ. 300 მლ) მდუღარე წყალი და ხარშეთ ნარევი დაბალ ცეცხლზე 20 წუთის განმავლობაში, შემდეგ მიეცით დრო გასაგრილებლად და გადაწურეთ. მზა ნაყენი უნდა გაყოთ სამ თანაბარ ულუფად და მიიღოთ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე რამდენიმე წუთით ადრე. კურსის ხანგრძლივობა – 1 კვირა.

კაკლის ბირთვები სხვადასხვა გავრცელებული დაავადებების წინააღმდეგ! 

ფარისებრი ჯირკვლის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და სახსრების დაავადებების დროს, ასევე ჰიპერტონიისას, მუქი ფერის ნახევარ ლიტრიანი მინის ბოთლის მესამედი უნდა შევავსოთ დაფქული, დაქუცმაცებული ბირთვებით და შემდეგ დავუმატოთ იმ რაოდენობით არაყი, რომ ჭურჭელი პირამდე გაივსოს. დააყოვნეთ ეს საშუალება 2 ან 3 კვირის განმავლობაში, შემდეგ გადაწურეთ და დაიწყეთ მისი მიღება ყოველ ჭამამდე 1 სუფრის კოვზის ოდენობით. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა – ნაყენის ამოწურვამდე.

კაკლის ბირთვების ნაყენი თავიდან აგარიდებთ დიაბეტის განვითარებას! 

თუ ამ დაავადების მიმართ გენეტიკური მიდრეკილება გაქვთ, აუცილებლად მიიღეთ პრევენციული ზომები რეგულარულად! 2 სუფრის კოვზ კაკლის ბირთვებს დაასხით იმ რაოდენობით არაყი, რომ ისინი ბოლომდე დაიფაროს. ნარევი დააყოვნეთ 1 კვირის განმავლობაში და შემდეგ გდაწურეთ. მიირთვით ის ყოველდღიურად 5-6 წვეთის ოდენობით 2 სუფრის კოვზ წყალთან ერთად. კურსის ხანგრძლივობა – 1-დან 3 თვემე.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. თუ ჩვენი დღევანდელი სტატია სასარგებლოდ მიგაჩნიათ, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას!