ყველას გვიყვარს ორქიდეები, თუმცა საკმაოდ ხშირად ვაწყდებით ისეთ უსიამოვნო პრობლემას, როგორიც ყვავილობის ულამაზესი პროცესის შეფერხებაა. რაც არ უნდა ნორმალურად იზრდებოდეს და ვითარდებოდეს ჩვენი მცენარე, ამ მოვლენას ხშირად აქვს ადგილი.
რაშია პრობლემა და როგორ გადავჭრათ ის? ხანმოკლე დროში ყვავილობის ულამაზესი პროცესით დატკბობა რომ შეძლოთ, მცენარის ზრდის ქიმიური სტიმულატორების გამოყენების ნაცვლად, ისარგებლეთ ნატურალური სასუქით, რომელსაც დღევანდელ სტატიაში გაგაცნობთ.
როდესაც ორქიდეა ბუნებაში იზრდება, ის წვიმისგან და ნიადაგისგან ყველა საჭირო მინერალს იღებს, ხოლო მისი გახარება სახლის პირობებში არც თუ ისე მარტივია.
თუ ამ ნატურალურ სასუქს გამოიყენებთ, შეძლებთ თქვენი მცენარისათვის ყველა მინერალისა და ვიტამინის მიწოდებას, რომელიც მას ნორმალური ზრდისათვის სჭირდება. ძალიან დადებითი გავლენა აქვს ამ საშუალებას ჩვენი მცენარის ფესვთა სისტემაზეც.
ნივრის სასუქი ორქიდეებისათვის
დაგჭირდებათ:
- 5 დიდი ზომის კბილი ნიორი
- 2 ჩაის ჭიქა წყალი
- ნახევარი აბი ქარვის მჟავა
მომზადებისა და გამოყენების წესი:
- მოამზადეთ ფაფა ნივრისაგან ბლენდერის ან ხორცსაკეპის გამოყენებით.
- მიღებული ფაფისაგან ბოლომდე გამოწურეთ წვენი რამდენიმე ფენად გადაკეცილი დოლბანდის ან მარლის გამოყენებით.
- დაუმატეთ ის 2 ჩაის ჭიქა ცხელ წყალს.
- დაფქვით ქარვის მჟავის ნახევარი აბი და ჩაამატეთ ის ნივრისა და წყალის ნარევში. კარგად გადაურიეთ.
- საუკეთესო სასუქი ორქიდეებისათვის მზად არის!
დაგჭირდებათ დიდი ზომისა და ფართე პირის ჭურჭელი, რომელიც უნდა აავსოთ წყალით და ჩაამატოთ მასში მომზადებული ნარევი. თქვენი ორქიდეა თავისი ქოთნით ჩადგით ამ ჭურჭელში. მაქსიმალურად უნდა შეეცადოთ ქოთნის სითხით ბოლომდე დაფარვას.
დატოვეთ მასში მცენარე რამდენიმე საათით, შემდეგ კი დაუბრუნეთ ის თავის ადგილს. ამ მარტივი პროცედურის ჩატარებიდან დაახლოებით 1 თვეში შეძლებთ ყვავილობის ულამაზესი პროცესით დატკბობას.
ნივრის ამ სასუქის გამოყენება ორქიდეებისთვის რეკომენდებულია მხოლოდ 3 თვეში 1-ხელ. სითხე, რომელიც ჭურჭელში დაგრჩებათ, შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვა მცენარეების მოსარწყავად.