ხახვის წვენი ბიოლოგიურად აქტიური კომპონენტებითა და სასარგებლო შენაერთებით მდიდარი პროდუქტია. საკმაოდ მაღალია მასში ფიტონციდების შემცველობაც – ნივთიერება, რომელიც გამოიყენება მცენარეებში იმუნური სისტემის გასაძლიერებლად, სოკოების, ვირუსებისა და მავნე ბაქტერიების გასანადგურებლად.
როდესაც ხახვის წვენს ვიღებთ, ჩვენს ორგანიზმში მოხვედრილი ფიტონციდები იწყებს სწრაფად მოქმედებას: ისინი ანადგურებს სტრეპტოკოკულ, ტუპერკულოზურ, დიფტერიულ და დიზენტერიულ ჩხირებს, მავნე ვირუსებსა და მიკროორგანიზმებს.
რეგულარულად ამ ბოსტნეულის წვენის მირთმევით, შეძლებთ მადისა და საჭმლის მომნელებელი ფერმენტების გამომუშავების მოწესრიგებას, ქსოვილებიდან ტოქსინების მოშორებას და ზოგადი ჯანმრთელობის გაუმჯობესებას.
გრიპისა და გაციების დროს ეს პროდუქტი ეფექტურად გვაშორებს ზედმეტ ლორწოსა და სისველეს. შარდკენჭოვანი დაავადებების შემთხვევაში, ხახვის წვენი მქომედებს როგორც ძლიერი შარდმდენი საშუალება, რომელიც ბოლომდე გვიხსნის შეშუპებას და გამოაქვს ქვიშა სხეულიდან.
თუ ათეროსკლეროზის დროს ხახვის წვენისა და თაფლის ნაზავის მიღებას დაიწყებთ, დაავადება შეწყვეტს პროგრესირებას, განვითარებას. ძალიან სასარგებლოა ეს პროდუქტი ჰემორეისა და სისხლში ქოლესტერინის დონის მოჭარბების დროს.
ყველაზე დიდი ყურადღება ხახვის წვენს ეპიდემიების პერიოდში ეთმობა, რადგან ის ერთ-ერთი საუკეთესო ნატურალური საშუალებაა გრიპის, ბრონქიტისა და ანგინის სამკურნალოდ. თუ სეზონურმა დაავადებამ შეგაწუხათ, კარგად დაიმუშავეთ ამ წვენით ორივე ცხვირის ნესტო – ასე თავიდან აირიდებთ პრობლემის გართულებას.
თუ ძლიერმა სურდომ შეგაწუხათ, აიღეთ ბამბის დისკი, ჩაალბეთ ის ხახვის წვენში და მოითავსეთ ცხივირის ორივე ნესტოში 10-15 წუთით. პირობას გაძლევთ, ძალიან მალე პრობლემისგან ბოლომდე გათავისუფლდებით. პროცედურის დროს შეიძლება შეგაწუხოთ წვის შეგრძნებამ.
თუ ბავშვებში სურდოს სამკურნალოდ ხახვის წვენის გამოყენებას გადაწყვეტთ, განაზავეთ ის მცირეოდენი თაფლითა და ანადუღარი წყალით.
თუ გაციებით დაავადებას ებრძვით ან უბრალოდ იმუნიტეტის გაძლიერება გუსრთ, მიირთვით ხახვის წვენი შემდეგი პრინციპით: დაუმატეთ მას დაახლოებით ანალოგიური რაოდენობით ნატურალური თაფლი და მიირთვით დღის განმავლობაში საშუალოდ 4-ჯერ 1 ჩაის კოვზის ოდენობით, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე.
ბრონქიტმა შეგაწუხათ? ერთ სუფრის კოვზ ხახვის წვენს დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი თაფლი, კარგად მოურიეთ და მიირთვით. ამ საშუალებას ბოლომდე ამოაქვს ლორწო ფილტვებიდან და ამცირებს სისველეს ბრონქებში.
ადენოიდების განკურნებას მარტივად შეძლებთ შემდეგი ნაზავით: 10 მლ ხახვის ახლადგამოწურულ წვენს დაუმატეთ 10 გრამი თაფლი, 5 გრამი გამდნარი პროპოლისი (დინდგელი), 15 გრამი კაკაოს ზეთი და 30 გრამი ქაცვის ზეთი. ურიეთ კარგად ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, რომელშიც კარგად უნდა ჩაალბოთ მარლა და მოითავსოთ ის ორივე ცხვირის ნესტოში 20 წუთით. გაიმეორეთ პროცედურა დღის განმავლობაში რამდენჯერმე. კურსის ხანგრძლივობა – სრულ განკურნებამდე.
წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფიის შემთხვევაში რეკომენდებულია თანაბარი რაოდენობით ხახვის წვენისა და თაფლის ნაზავის ყოველდღიურად მირთმევა ერთი თვის განმავლობაში. მიიღეთ ეს სამკურნალო ნაზავი დღეში 3-ჯერ 1 სუფრის კოვზის ოდენობით, ჭამამდე რამდენიმე წუთით ადრე.
ზემოთ მოცემული რეცეპტი გამოდგება არა მხოლოდ წინამდებარი ჯირკვლის გასაჯანსაღებლად, არამედ თავის ტვინის სისხლძარღვების სკლეროზის განსაკურნებლად. ზუსტად ანალოგიური სქემით მომზადებული ხახვის წვენისა და თაფლის ნაზავი მიირთვით 2 თვის განმავლობაში დღეში 2-ჯერ.
ჰიპერტონიის დროს ძალიან სასარგებლოა შემდეგი რეცეპტი: 3 კილოგრამი ხახვისგან კარგად გამოწურეთ წვენი, დაუმატეთ 500 გრამი თაფლი და კაკლის უღელი. ჩაასხით ქილაში იმ რაოდენობით არაყი, რომ ეს მასა ბოლომდე დაიფაროს, დააფარეთ თავსახური და დააყოვნეთ ბნელ ადგილას 10 დღის განმავლობაში, შემდეგ გადაწურეთ. მიირთვით ეს საშუალება 1 სუფრის კოვზის ოდენობით დღეში 3-ჯერ, ჭამამდე რამდენიმე წუთით ადრე. კურსის ხანგრძლივობა – აზავის ამოწურვამდე.
შარდკენჭოვანი დაავადებების შემთხვევაში ხახვის წვენს სვამენ სუფთა სახით 2 სუფრის კოვზის ოდენობით დღეში 3-ჯერ, ჭამამდე რამდენიმე წუთით ადრე.
თუ მხედველობის დაქვეითებას გრძნობთ, რეგულარულად მიიღეთ ხახვის წვენი. მასში საკმაოდ მაღალია ისეთი კომპონენტების შემცველობა, რომელთაც დადებითი გავლენა აქვს ჩვენს თვალებზე და მხედველობაზე.
ჰემორეის დროს დაგჭირდებათ ხახვის წვენისა და თაფლის ნაზავი (თანაფარდობა 1:2-თან). მიირთვით ის 1 ჩაის კოვზის ოდენობით დღეში 3-ჯერ ან 4-ჯერ, ჭამამდე რამდენიმე წუთით ადრე.
ყურის ანთების დროს ჩიწვეთეთ ორივე ყურში ხახვის შემთბარი წვენი 4-4 წვეთის ოდენობით. ბავშვების შემთხვევაში ეს პროდუქტი უნდა განაზავოთ 2-ჯერ დიდი რაოდენობით თბილი ანადუღრი წყალით.
უკუჩვენებები:
ხახვის წვენის მიღება კატეგორიულად ეკრძალებათ იმ ადამიანებს, რომელთაც ნაღვლის ბუშტთან, თირკმელებთან და ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებთ. მისი მიღება უკუჩვენებითია კუჭის წყლულვოანი დაავადებების, პანკრეატიტისა და გულის მწვავე დაავადებების შემთხვევაშიც.
ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო აღოჩნდება. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ჯანმრთელობას!