აბების მიღების ნაცვლად, გადადგით 5 მარტივი ნაბიჯი და სისხლის მაღალი წნევა აღარ შეგაწუხებთ

23566

მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანი რეგულარულად იღებს წნევის დამწევ აბებს, რაც დამღუპველი შეცდომაა. გარდა იმისა, რომ სააფთიაქო საშუალებებისათვის მხოლოდ დროებითი ეფექტია დამახასიათებელი, ამ აბებს სარგებელზე მეტი ზიანი მოაქვს ჩვენი ზოგადი ჯანმრთელობისათვის.

ერთ-ერთი წამყვანი ამერიკელი კარდიოლოგის, ჩონსი კრენდელის სიტყვებით, სისხლის მომატებული წნევა ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ მთელი ცხოვრება ჰიპერტენზიის საწინააღმდეგო აბების მიღება მოგვიწევს.

თუ ამ საკითხს სწორად მიუდგებით და ზუსტად დაიცავთ რეკომენდაციებს, სწრაფად შეძლებთ სისხლის წნევის დარეგულირებას და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მწყობრში მოყვანას.

როგორ გავთავისუფლდეთ მაღალი წნევისგან

1. მიიღეთ 300-დან 500 მგ-მდე მაგნიუმი ყოველდღიურად

მაგნიუმი უმნიშვნელოვანესი მინერალია, რომელიც გვჭირდება არა მხოლოდ ძვლების ჯანმრთელობისთვის, არამედ გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალური მიმოქცევისთვის. გაამდიდრეთ კვების რაციონი მაგნიუმის შემცველი პროდუქტებით ან მიიღეთ ის დანამატების სახით, რათა ხანმოკლე დროში გათავისუფლდეთ სისხლის მაღალი წნევის პრობლემისაგან.

2. ვარჯიში

აუცილებლად დაკავდით სპორტით, რათა გაიჯანსაღოთ მთელი სხეული და გაიუმჯობესოთ სისხლის მიმოქცევა. ერთ საათიანი გასეირნება ყოველ საღამოს იდეალური ვარიანტი იქნება, რათა დაირეგულიროთ სისხლის წნევა და თავიდან აირიდოთ წნევის მკვეთრი ცვლილებები. ველოსპორტი, ცურვა, სეირნობა, იოგა, გაწელვები – დაკავდით ამ ჯანსაღი აქტივობებით, თუ წნევასთან დაკავშირებული პრობლემები გაწუხებთ.

3. მოიშორეთ ჭარბი კილოგრამები

თუ ზედმეტი კილოგრამების მოშორებას შეძლებთ, ქოლესტერინის დონისა და წნევის შესამცირებელი აბების რეგულარულად მიღება აღარ დაგჭირდებათ! გახსოვდეთ, რომ ჭარბი წონა ჩვენი ზოგადი ჯანმრთელობის ნომერ პირველი მტერია.

4. დაამარცხეთ სტრესი და დეპრესია

როდესაც დაძაბულ მდგომარეობაში იმყოფებით, ორგანიზმი იწყებს ისეთი არაჯანსაღი ჰორმონალური შენაერთების გამომუშავებას, როგორიცაა ადრენალინი და კორტიზოლი. სწორედ ამ მიზეზის გამო, ხშირი სტრესი და დაძაბულება პროვოცირებს სისხლის წნევის მატებას.

დაკავდით სასიამოვნო აქტივობებით, გაატარეთ დრო მეგობრებთან, მიმართეთ მედიტაციას, შეიძინეთ შინაური ცხოველი – ყველაფერი, რაც თქვენთვის სიამოვნებასთნ ასოცირდება, სისხლის წნევის შემცირებაში შეგიწყობთ ხელს.

5. გამოიძინეთ კარგად

არაერთი კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, ძილი უმნიშვნელოვანესი პროცესია მთელი ჩვენი სხეულისათვის, რადგან სწორედ ამ დროს რეგულირდება ყველა სისტემის მუშაობა. გამოიძინეთ დღე-ღამის განმავლობაში მინიმუმ 7-8 საათით, რათა დაივიწყოთ სისხლის მაღალი წნევის პრობლემა. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ უძილობას აქვს დამანგრეველი გავლენა ჩვენს ორგანიზმზე.

მართალია, ცხოვრების თანამედროვე რეჟიმიდან გამომდინარე ყველა ამ რეკომენდაციის დაცვა ძალიან გვიჭირს, თუმცა აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ ჯანმრთელობის ფასი არაფერია! გაითვალისწინეთ ეს რჩევები და პირობას გაძლევთ, ძალიან მალე გათავისუფლდებით ამ პრობლემისაგან.

თუ ეს ინფორმაცია სასარგებლოდ მიგაჩნიათ, გაუზიარეთ სტატია მეგობრებსაც. გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას!