ყველას არაერთხელ გვსმენია მიხაკის სასარგებლო თვისებების შესახებ. ეს არომატული სანელებელი დიდი პოპულარობით სარგებლობს არა მხოლოდ სამზარეულოში, არამედ მედიცინაშიც კი, რაც მისი სამკურნალო თვისებებითაა განპირობებული.
სოკოს საწინააღმდეგო, ანტივირუსული და ანტიბაქტერიული ძლიერი თვისებებით გამორჩეული ეს პროდუქტი მოგიტანთ არაერთ სარგებელს, თუ მას სწორი ფორმითა და ინსტრუქციით მიღებთ.
მიხაკისათვის დამახასიათებელია ანტისეპტიკური და ტკივილგამაყუჩებელი თვისებებიც, ის ეფექტურად ამარცხებს თავის ტკივილს, გვიმსუბუქებს მდგომარეობას მენსტრუაციული ციკლის დროს, ამარცხებს გაციებას, კბილისა და ყელის ტკივილს, ახშობს ანთებას და ა.შ.
გარდა ყოველივე ზემოთ თქმულისა, მიხაკი მოქმედებს ძლიერი ანტიოქსიდანტის სახით, რომელიც თავიდადნ გვაბერებს კანის ნაადრევ დაბერებას.
მიხაკის ნაყენი, რომლის მომზადების მარტივ ინსტრუქციასაც დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ, ანადგურებს მავნე ბაქტერიებს პირის ღრუში და ამარცხებს უსიამოვნო სუნს, აწესირებს ფარისებრი ჯირკვლის მუშაობას და საგრძნობლად გვიმსუბუქებს მდგომარეობას ჰიპოთირეოზის დროს.
მისი დახმარებით, მარტივად დაირეგულირებთ სისხლში ქოლესტერინის დონესაც, შეძლებთ სოკოვანი ინფექციის დამარცხებას, აკნესა და კანის ინფექციების ბოლომდე განკურნებას.
ეს სასმელი აჩქარებს მეტაბოლიზმს, სტიმულირებს კუჭის წვენის გამომუშავებას და აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს. უნდა ითქვას ისიც, რომ მიხაკის ჩაი სტიმულირებს ცხიმის წვისა და წონის ჯანსაღი კლების პროცესს.
მიხაკის სამკურნალო ჩაის მომზადება საკმაოდ იოლია. ჩაინიშნეთ ეს ღირებული ინფორმაცია და აუცილებლად გაუზიარეთ სტატია მეგობრებსაც!
როგორ მოვამზადოთ მიხაკის ჩაი
მარტივი ინსტრუქცია:
- ერთ ლიტრ წყალში დაამატეთ ერთი ჩაის კოვზი დაფქული მიხაკი და დადგით ცეცხლზე.
- როდესაც წყალი წამოდუღდება, ცეცხლს დაუწიეთ მინიმუმამდე, ჭურჭელს დააფარეთ თავსახური და განაგრძეთ ხარშვა კიდევ 10 წუთით.
- მომზადებული სასმელი გააგრილეთ და შემდეგ გადაწურეთ.
- დაგრჩებათ დაახლოებით 600 მლ სითხე, რომლიც უნდა გაყოთ სამ თანაბარ ულუფად და მიირთვათ ერთი დღის განმავლობაში, ყოველ ჭამამდე რამდენიმე წუთით ადრე.
მიირთვით ეს სასმელი ყოვედღიურად 1 კვირის განმავლობაში და შემდეგ გააკეთეთ მინიმუმ რამდენიმე დღიანი შესვენება.
როგორც უკვე გითხარით, მიხაკის ჩაი ფლობს არაერთ უპირატესობას ჩვენი ჯანმრთელობისთვის. მისი რეგულარული მიღებიდან ხანმოკლე დროში სასიამოვნო ცვლილებები აუცილებად თვალსაჩინო გაახდება: საგრძნობლად გაგიუმჯობესდებათ კანისა და თმის მდგომარეობა, დაირეგულირებთ ქოლესტერინის დონეს, გაიწმენდთ სხეულს, დაიჩქარებთ მეტაბოლიზმს, მოიშორებთ ზედმეტ ცხიმოვან ფენებს, გაანადგურებთ ვირუსებსა და ინფექციებს, ჩაახშობთ ორგანიზმში მიმდინარე ანთებით პროცესებს, გაიუმჯობესებთ ფარისებრი ჯირკვლის მუშაობას და ა.შ.
მიხაკის ჩაის მიღებისაგან თავი უნდა შეიკავონ ორსულმა და მეძუძურმა ქალბატონებმა. თუ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები გაწუხებთ, ამ სასმელის მიღებამდე აუცილებლად გაირეთ კონსულტაცია ოჯახის ექიმთან.
ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია გამოგადგებათ. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც!