ასე მოვიშორე მარილის ფენები სხეულიდან ერთხელ და სამუდამოდ

8589

სისხლში შარდმჟავას მარილების დონის მატება, რომლებიც შემდეგში სახსრებში ილექება და აზიანებს ჩვენს შემაერთებელ ქსოვილებს, თირკმელებთან დაკავშირებულ პრობლემებზე მეტყველებს. შარდმჟავას კრისტალიზაცია და მისი დალექვა სახსრებში იწვევს შეშუპებას და გაუსაძლის ტკივილებს. თუ კრისტალების მოშორებაზე და მათ სხეულიდან გამორეცხვაზე დროულად არ ვიზრუნებთ, პრობლემა უფრო გამწვავდება და გაცილებით რთულ შედეგებამდე მივალთ. დაგვიანებული მკურნალობის შემთხვევაში, მარილების ორგანიზმიდან გამორეცხვა გაცილებით რთულია.

გარდა სამედიცინო პრეპარატების მიღებისა, შარდმჟავას დონის შემცირება და მისი კრისტალიზაციის თავიდან არიდება ერთი ძალიან ეფექტური, აბსოლუტურად ნატურალური და უსაფრთო საშიანო საშუალებით შეგიძლიათ.

კიტრის წვენი – სასმელი, რომელიც ამცირებს სხეულის ტემპერატურას, ატუტოვანებს ორგანიზმს და ეფექტურად გამოდევნის შარდმჟავას კრისტალებს ჩვენი სახსრებიდან. დღეს გთავაზობთ მარტივ ინსტრუქციას, რომლის დახმარებითაც გაიწმენდთ მთელ სხეულს ზედმეტი მარილებისგან და ტოქსინებისგან. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ.

როგორ მოვიშოროთ მარილები

ინგრედიენტები:
  • 1 საშუალო ზომის კიტრი
  • 2 ღერო ნიახური
  • ნახევარი ლიმონი
  • ჯანჯაფილის ფესვი (დაახ. 2,5 სმ სიგრძის)
მომზადებისა და მიღების წესი: 

კარგად გარეცხეთ ყველა ინგრედიენტი, გაასუფთავეთ კანისგან და დაჭერით საშუალო ზომის კუბიკებად. ბლენდერის ან ხორცსაკეპის გამოყენებით მოამზადეთ ფაფისებრი მასა, რომლისგანაც შემდეგში რამდენიმე ფენად გადაკეცილი დოლბანდით კარგად უნდა გამოწუროთ წვენი. მშრალი, გაწურული მასა აღარ დაგჭირდებათ.

ახლადმომზადებული სასმელი მიირთვით დღის ნებისმიერ მონაკვეთში. მოიექცით ასე ყოველდღიურად სასიამოვნო ცვლილებების მიღებამდე.

გახსოვდეთ, ნებისმიერი ხალხური საშუალების მიღებამდე, რაც არ უნდა უსაფრთხოდ თვლიდეთ მას, ოჯახის ექიმთან კონსულტაციის გავლაა რეკომენდებული. გისურვებთ ჯანმრთელობას!