ნატურალური ნარევი კარგ მხედველობასა და მეხსიერებას ღრმა სიბერემდე შიგინარჩუნებთ, შეგიმცირებთ ცხიმებს და მოგაშორებთ ტოქსინებს

3418

რაც დრო გადის, დღითიდღე ვათვითცნობიერებთ, რომ ჩვენი სხეული ნელ-ნელა კარგავს მოქნილობას, სწრაფად აღდგენის უნარს, გვიქვეითდება მხედველობა, სმენა და მეხსიერება – რა თქმა უნდა, ყოველივე ეს დაბერების თანმხლები მოვლენებია, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაში მხოლოდ წლებს ნამდვილად არ უნდა ვადანაშაულებდეთ.

მეხსიერების გაუარესება და მხედველობის დაქვეითება – ეს ორი უსიამოვნო მოვლენა არა მხოლოდ სიბერის, არამედ არასწორი კვებისა და არაჯანსაღი ჩვევების შედეგია. მახვილი მზერისა და კარგი მეხსიერების შენარჩუნება ღრმა სიბერემდე სავსებით შესაძლებელია, თუ ორივე ორგანოზე შესაბამისად ვიზრუნებთ, ანუ რეგულარულად მოვამარაგებთ მათ გამართული მუშაობისთვის აუცილებელი მკვებავი ნივთიერებებით.

როგორ აღვიდგინოთ მხედველობა და მეხსიერება სახლის პირობებში

საშუალება, რომლის შესახებაც დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ, შედგება მხოლოდ ნატურალური და ხელმისაწვდომი ინგრედიენტებისგან. ის არა მხოლოდ მოამარაგებს თქვენს ორგანიზმს სასარგებლო მკვებავი ნივთიერებებით, აღგიდგენთ მეხსიერებასა და მხედველობას, არამედ შეგიწყობთ ხელს ცხიმოვანი ფენების შემცირებაში და სხეულიდან ტოქსინების მოშორებაში.

ინგრედიენტები:

  • 2 ს.კ. დაფქული დარიჩინი
  • 3 ს.კ. ნატურალური თაფლი
  • 3 ლიმონი
  • 125 გრამი პირშუშხას ფესვები
  • ჯანჯაფილი ფესვი (დაახ. 2 სმ სიგრძის)

ინსტრუქცია:

  1. გაასუფთავეთ პირშუშხა და ჯანჯაფილი კანისგან.
  2. ორივე ინგრედიენტისგან მოამზადეთ ფხვნილი ბლენდერის გამოყენებით.
  3. დაუმატეთ კანისგან და წიპწებისგან გასუფთავებული და პატარა კუბიკებად დაჭრილი ლიმონის რბილობი.
  4. ურიეთ მაღალ სიჩქარეზე რამდენიმე წუთის განმავლობაში, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  5. მზა მასაში ჩაამატეთ მოცემული რაოდენობით თაფლი და დარიჩინი. კვლავ გადაურიეთ.
  6. მიღებული საშუალება მოათავსეთ მინის ქილაში, კარგად დააფარეთ თავსახური და შეინახეთ მაცივარში.

3 კვირის განმავლობაში მიირთვით ეს საშუალება 1 ჩაის კოვზის ოდენობით დღეში 3-ჯერ, ჭამამდე რამდენიმე წუთით ადრე. როგორც უკვე გითხარით, ასე თქვენ შეძლბეთ კარგი მეხსიერებისა და მხედველობის ღრმა სიბერემდე შენარჩუნებას. მოცემული კურსის ჩატარება რეკომენდებულია მხოლოდ რამდენიმე თვეში 1-ხელ.

გაითვალისწინეთ, თუ გაწუხებთ კუჭისა და ნაწლავების წყლულოვანი დაავადებები, კუჭის წვენის მომატებული მჟავიანობა ან საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებული რაიმე პათოლოგია, შეიკავეთ თავი ამ საშუალების მიღებისგან. ნებისმიერ შემთხვევაში, ჯერ გაიარეთ კონსულტაცია ოჯახის ექიმთან, რადგან თვითმკურნალობა შეიძლება სახიფათო აღმოჩნდეს თქვენი ჯანმრთელობისთვის.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენთვისაც სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. იზრუნეთ საკუთარ მეგობრებზეც, აუცილებლად გაუზიარეთ მათ ჩვენ დღევანდელი სტატია. გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას!