ძველი ტაფები იმაზე უკეთ იბრწყინებს, ვიდრე შეძენის დღეს. არც კი იფიქროთ მათი გადაყრა

106835

ყველა დიასახლისმა კარგად ვიცით, თუ რამდენად რთულია ქვაბებისა და ტაფებისთვის იდეალური სისუფთავისა და პირვანდელი ბზინვარების შენარჩუნება. ცხიმის მიმწვარი ლაქების მექანიკურად მოშორება არც თუ ისე მარტივი და სასიამოვნო პროცედურაა, რის გამოც მას ხშირად ვარიდებთ თავს.

ძველი ტაფების გადაყრის ნაცვლად, გირჩევთ, აუცილებლად ცადოთ მეთოდი, რომელსაც დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ. ყოველგვარი ზედმეტი მანიპულაციების გარეშე, ძალიან მალე თქვენი ძველი ტაფა იმაზე მეტად იბრწყინებს, ვიდრე შეძენის დღეს.

როგორ დავუბრუნოთ პირვანდელი ბზინვარება ძველ ტაფებს

ინგრედიენტები:

  • 5 ლიტრი წყალი
  • 100 გრამი გახეხილი სარეცხი საპონი
  • 60 გრამი კალცინირებული სოდა
  • 100 გრამი საკანცელარიო წებო (იგივე სილიკატის წებო ან თხევადი მინა)

ინსტრუქცია: 

1. დიდი ზომის ქვაბი აავსეთ წყლით და დადგით ცეცხლზე.

2. როდესაც წყალი გაცხელდება, დაუმატეთ მას წვრილად გახეხილი სარეცხი საპონი, კალცინირებული სოდა და საკანცელარიო წებო, რომელსაც მეორენაირად თხევადი მინის სახელწოდებითაც ვიცნობთ. ურიეთ კარგად იქამდე, სანამ ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში ბოლომდე არ გაიხსნება.

3. მიღებულ ხსნარში მოათავსეთ ძველი ტაფა ან მეტალის ნებისმიერი ნივთი და დატოვეთ დაახლოებით 1 საათით. ხსნარი ცეცხლიდან არ უნდა გადმოდგათ, ის უნდა დუღდეს.

4. 1 საათის შემდეგ გაავლეთ ნივთი ცივ წყალში და ჭურჭლის სარეცხი ნებისმიერი საშუალების გამოყენებით კარგად გააპრიალეთ ის. პირობას გაძლევთ, შედეგით სასიამოვნოდ გაოცებული დარჩებით!

ეს მეთოდი მართლაც რომ არაჩვეულებრივად მუშაობას, რაშიც მოგვიანებით თავად დარწმუნებით. დიდი იმედი მაქვს, ჩვენი დღევანდელი სტატია თქვენთვისაც სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება! არ დაგავიწყდეთ თქვენი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება.

გთავაზობთ ვიდეოს, რომელშიც ყველაფერი დეტალურად არის ნაჩვენები: