დღესდღეობით დროის უდიდეს ნაწილს კომპიუტერის, სმარტოფინსა და ტელევიზორის ეკრანის წინ ვატარებთ, რასაც, რა თქმა უნდა, უარყოფითი გავლენა აქვს ჩვენი თვალების კუნთებზე და მხედველობაზე.
ჩვენს დროში, როდესაც პატარა ბავშვებიც კი თანამედროვე მოწყობილობებში არაჩვეულებრივად ერკვევიან, თვალებთან და მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები ძალიან გახშირდა. თუ საჭირო ზომებს დროულად არ მივიღებთ, ასაკის მატების პარალელურად მდგომარეობა აუცილებლად გამწვავდება და ეტაპობრივად მხედველობა სულ უფრო და უფრო დაგვიქვეითდება.
თვალების განადგურების პროცესი რომ შევანელოთ და კარგი მხედველობა აღვიდგინოთ, რეგულარულად უნდა გავავარჯიშოთ შესაბამისი კუნთები და აუცილებლად გავითვალისწინოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი რჩევა. ასე თქვენ შეძლებთ მახვილი მზერის ღრმა სიბერემდე შენარჩუნებას!
8 ყოველდღიური ჩვევა, რომელიც მხედველობას ბოლომდე აღგიდგენთ
1. მოცემული თანმიმდევრობით შეასრულეთ თვალის ეს სავარჯიშოები ყოველდღიურად.
2. თუ ოპტიკურ სათვალეს ატარებთ, მოიხსენით ის რაც შეიძლება ხშირად! მიაჩვიეთ თვალები კვლავ დამოუკიდებლად, ყოველგვარი დახმარების გარეშე მუშაობას.
3. მსუბუქი წრიული მოძრაობებით რეგულარულად იკეთეთ თვალის მასაჟი, რათა მოიყვანოთ კუნთები ტონუსში და შეაჩეროთ მხედველობის დაქვეითების პროცესი. კარგად დააკვირდით ფოტოს, რომელზეც მასაჟის კეთების ინსტრუქცია დეტალურადაა გამოსახული.
4. სუფთა ჰაერზე სეირნობისას უნდა იყუროთ არა ძირს, არამედ რაც შეიძლება შორს, სადამდეც თვალი გაწვდება. ასე შეძლებთ თვალების კუნთების გავარჯიშებას და მათ ტონუსში მოყვანას, რაც მხედველობის დაქვეითებისგან დაგიცავთ.
5. მიირთვით ნედლი სტაფილო და მისი წვენი რეგულარულად, რათა საგრნობლად გაიუმჯობესოთ მხედველობა.
6. ყოველთვის, როდესაც თვალების გადაღლილობას იგრძნობთ, მსუბუქად დაიმუშავეთ ეს წყვილი ორგანო თბილი წყალით.
7. დაძინებამდე 2 საათით ადრე აუცილებლად მოშორდით კომპიუტერს, ტელევიზორსა და სმარტფონს.
8. რეგულარულად შეასრულეთ ინდური ვარჯიში სახელწოდებით “ტრატაკა”. თქვენს წინ, რამდეიმე მეტრის მოშორებით, თვალების სიმაღლეზე დადგით ანთებული სანთელი. მაქსიმალურად მოდუნდით, დამშვიდდით და თვალის მოუშორებლად კონცენტრირდით სინათლეზე. შეწყვიტეთ სავარჯიშო მაშინ, როდესაც თვალების გადაღლილობას იგრძნობთ.
თუ მხედველობის დაქვეითებას გრძნობთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს რჩევები და დაუთმეთ მცირე დრო თვალის ამ მარტივ სავარჯიშოებს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. იზრუნეთ მეგობრებზეც, აუცილებლად გაუზიარეთ მათ ჩვენი დღევანდელი სტატია. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!