4 პროდუქტი, რომელიც სპეციალურად ქალბატონებისთვის შეიქმნა. თუ 35 წელს გადააბიჯეთ, აუცილებლად მიირთვით

18813

ძვირფასო ქალბატონებო, რამდენი სნათლე, სიკეთე და სიყვარულია თქვენში… სწორედ თქვენ ალამაზებთ სამყაროს და ასხივებთ სითბოს მაშინაც კი, როდესაც მომღიმარი სახის უკან დიდი სევდა და ტკივილი იმალება. მზად ხართ, მხრებით ნებისმიერი ტვირთი ზიდოთ და საყვარელი ადამიანების გამო საკუთარი თავი გვერდზეც კი გადადოთ! მართალია, ნამდვილად ძალიან სასიამოვნოა ძვირფასი ადამიანების მომღიმარი სახის დანახვა, თუმცა არასდროს უნდა დაგავიწყდეთ საკუთარ თავზე, სხეულზე, სილამაზეზე და ახალგაზრდობაზე ზრუნვა…

თქვენი შეუდარებელი სილამაზის მთავარი წყარო კარგი ჯანმრთელობა და ბალანსირებული ჰორმონალური ფონია. გაითვალისწინეთ, როდესაც ორგანიზმში საკმარისი რაოდენობით ესტროგენები გამომუშავდება, სწორედ მაშინ გრძნობთ თავს ყველაზე მხნედ, მიმზიდველად და ახალგაზრდად.

ესტროგენების დეფიციტის სიმპტომები

ყველაზე ხშირად ესტროგენების დეფიციტი ქალბატონებს მშობიარობის შემდეგ და მენოპაუზის დადგომამდე აღენიშნებათ. ამ მნიშვნელოვანი ჰორმონის უკმარისობამდე შეიძლება მიგვიყვანოს ჭარბმა ფიზიკურმა აქტივობამ, სტრესმა, არასწორმა კვებამ და მავნე ჩვევებმა.

თუ კარგი ჯანმრთელობისა და სილამაზის ღრმა სიბერემდე შენარჩუნება გსურთ, აუცილებლად უნდა უგდოთ ყური შემდეგ ნიშნებს, რომელთაც ორგანიზმი სწორედ მაშინ გვიგზავნის, როდესაც ჩვენი სხეული ესტროგენების დეფიციტს განიცდის.

ასეთი ნიშნები და სიგნალებია: 

  • თვითშეფასების დადაბლება;
  • ლიბიდოს დაქვეითება;
  • მალე გადაღლა;
  • საკუთარი გარეგნობით უკმაყოფილობა;
  • წონის მატება;
  • დეპრესია;
  • თმის ცვენა;
  • ფრჩხილების დასუსტება.

თუ ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნები გაწუხებთ, არ გადადოთ ექიმთან ვიზიტი და სისხლის საერთო ანალიზის ჩატარება, რათა დროულად გამოავლინოთ ამ მნიშვნელოვანი ჰორმონის დეფიციტი ორგანიზმში.

თუ სისხლის საერთო ანალიზმა ეჭვები გაამართლა და პაციენტს მართლა აღენიშნება ესტროგენების დეფიციტი, ინიშნება ჰორმონის სინთეტიკური შემცვლელები. მათი დახმარებით თქვენ სწრაფადვე დაიბრუნებთ თავდაჯერებულობას, დაირეგულირებთ ჰორმონალურ ფონს და გაიხანგრძლივებთ ახალგაზრდობას, თუმცა რატომ უნდა მივმართოთ დახმარებისთვის ქიმიურ საშუალებებს, როდესაც ბუნება არაერთი ნატურალური, ძალიან სასარგებლო პროდუქტით გვაჯილდოვებს?

დღევანდელ სტატიებში გთავაზობთ ნატურალური პროდუქტების სიას, რომლებიც ფიტოესტროგენების მაღალი შემცველობით გამოირჩევა და განსაკუთრებით სასარგებლო ისინი სწორედ ქალბატონებისთვისაა.

ესტროგენების მაღალი შემცველობით გამორჩეული პროდუქტები

1. სელის თესლი

ეს პროდუქტი შეგიძლიათ მიირთვათ ყოველდღიურად, თუმცა არაუმეტეს 2 სუფრის კოვზისა. სელის თესლი შეგიძლიათ მიიღოთ თაფლთან ერთად, ჩაამატოთ რძის პროდუქტებში, ფაფებში, სხვადასხვა წვენებში და ა.შ.

2. მარცვლეული

აირჩიეთ ნებისმიერი მარცვლეული: მწვანე ბარდა, ლობიო, ოსპი და ა.შ. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ ოსპს – ეს პროდუქტი გამოირჩევა ცილისა და ტრიპტოფანის მაღალი შემცველობით, რომელიც გადამუშავების შემდეგ სეროტონინად, იგივე ბედნიერების ჰორმონად გარდაიქცევა.

3. ყავა

არაერთი კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, ქალბატონებს, რომლებიც დღის განმავლობაში საშუალოდ 500 მლ გამამხნევებელ სასმელს იღებენ, ესტროგენების მომატებული დონე აღენიშნებათ. რა თქმა უნდა, გადაჭარბება ამ შემთხვევაშიც არ ღირს და აუცილებელია ზომიერების გამოჩენა. თუ თქვენ ჰიპერტონია, კუჭის ან გულის დაავადებები გაწუხებთ, შეიკავეთ თავი ყავის მირთმევისგან.

4. გარგარი

ეს ნატურალური ხილი, რომელიც ყველას ძალიან გვიყვარს, ესტროგენების ძალიან დიდი ბუნებრივი წყაროა. სეზონზე მიირთვით მაქსიმალურად ბევრი ახალი გარგარი, ხოლო წელიწადის სხვა დროს თავი შეგიძლიათ კურაგით გაინებივროთ.

ახლა თქვენ უკვე იცით, რომელი ნატურალური პროდუქტებით უნდა გაამდიდროთ კვების რაციონი, რათა ორგანიზმში ესტროგენების მარაგი შეივსოთ. იზრუნეთ თქვენთვის ძვირფას ადამიანებზეც, აუცილებლად გაუზიარეთ მათ ეს სტატია. გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას!