7 ნატურალური პროდუქტი, რომელსაც კბილების გათეთრების უნარი გააჩნია. გიზიარებთ პირად გამოცდილებას

1698

შემოგთავაზებთ ბუნებრივ ინგრედიენტებზე დაფუძნებულ რამდენიმე მარტივ მეთოდს, რომელთა საშუალებით შეძლებთ კბილების გათეთრებას.

1. საკვები სოდა

სოდა აშორებს ნადებს და ათეთრებს კბილებს. გამოიყენეთ  ზომიერად, კვირაში 1-2-ჯერ, რადგან სოდამ შეიძლება დააზიანოს კბილების დამცავი მინანქარი.

გთვაზობთ სოდის გამოყენების რამდენიმე გზას:

  • სველ ჯაგრისზე დაიტანეთ 2-3 მწიკვი სოდა და ჩვეულებრივი წესის მიხედვით გაიხეხეთ კბილები.
  • შეგიძლიათ სოდა გამოიყენოთ ჩვეულებრივ კბილის პასტასთან ერთად.
  • სოდას დაამატეთ იმ რაოდენობის წყალბადის ზეჟანგი, რომ მიიღოთ პასტისებური მასა და გაიხეხეთ კბილები.

2. წყალბადის ზეჟანგი

მათეთრებელი თვისებების წყალობით წყალბადის ზეჟანგი ხელს უწყობს კბილების გათეთრებას. გამოიყენეთ ზომიერად, რადგან წყალბადის ზეჟანგის რეგულარულად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კბილის ემალის დაზიანება.

  • წყალბადის ზეჟანგით დაასველეთ რბილი ქსოვილი და გაიწმინდეთ კბილები.
  • შემდეგ კბილის ჯაგრისზე დაასხით ცოტა წყალბადის ზეჟანგი და გაიხეხეთ კბილები. ბოლოს აუცილებლად გამოივლეთ წყალი.

3. მარწყვი

მარწყვი შეიცავს ფოლიუმის მჟავას, რომელიც წმენდს და ათეთრებს კბილებს.

  • ბუნებრივი მათეთრებელი კბილის პასტის მოსამზადებლად  დაგჭირდებათ 2-3 საშუალო ზომის მარწყვი და ნახევარ ჩაის კოვზამდე საკვები სოდა. ინგრედიენტები აურიეთ და გაიხეხეთ კბილები. გამოიყენეთ კვირაში 1-2-ჯერ.
  • მარწყვი გაჭერით შუაზე და 1 წუთის განმავლობაში გაიხეხეთ კბილები.
  • მარწყვი შეგიძლიათ გამოიყენოთ ზღვის მარილთან  კომბინაციაში. ზღვის მარილი აშორებს ნადებს. 2-3 მარწყვი დაჭყლიტეთ და შეიურიეთ მწიკვი ზღვის მარილი (წმინდად დაფქული). მომზადებული მასა წაისვით კბილებზე და შეძლებისდაგვარად გაიჩერეთ 5 წუთამდე. კბილები გაიხეხეთ სასურველი შედგის მიღებამდე ყოველ საღამოს.

4. ვაშლის ძმარი

ორგანული ვაშლის ძმარი წმენდს კბილებს, აშორებს ნადებს და ბევრი სხვა სარგებელი მოაქვს კბილებისა და ღრძილებისთვის.

  • აიღეთ 1 წილი ვაშლის ძმარი და 2 წილი წყალი და მოამზადეთ პირის ღრუს სავლები. ყოველ დილით, კბილების გახეხვის შემდეგ, სავლები 2 წუთის განმავლობაში ჩაიგუბეთ და შემდეგ გადმოანერწყვეთ.
  • 1 წილ სოდას შეურიეთ 2 წილი ვაშლის ძმარი და გამოიყენეთ კბილების გასახეხად.
  • ვაშლის ძმარი დაასხით პატარა ლამბაქზე, ჩაყავით რბილი ქსოვილი და გაიწმინდეთ კბილები. შემდეგ პირის ღრუ ჩამოიბანეთ წყლით.

5. ბანანის ქერქი

კბილების გასათეთრებლად კიდევ ერთი მარტივი საშუალებაა ბანანის კანი. ბანანის ქერქი შეიცავს აზოტს, ფოსფორს, კალიუმს, კალციუმს, მანგანუმს, ნატრიუმს, რკინას, გოგირდს. ბანანის კანი შთანთქავს ბაქტერიებსა და მიკრობებს, ათეთრებს კბილებს.

დაგჭირდებათ მწიფე ბანანი. 2 წუთის განმავლობაში გაიხეხეთ კბილები ბანანის ქერქის შიდა ნაწილით. შემდეგ გამოივლეთ წყალი. გაიმეორეთ დღეში 2-ჯერ.

6. ქოქოსის ზეთი

ქოქოსის ზეთში შემავალი ლაურინის მჟავა ხელს უწყობს ბაქტერიების განადგურებას, რომლებიც იწვევს კბილების გაყვითლებას. ქოქოსის ზეთის გამოვლება ამცირებს კბილებზე ნადების წარმოქმნასა და გინგივიტს. ზეთი შეგიძლიათ გამოივლოთ ყოველდღე. კბილებისთვის ძალიან სასარგებლოა სეზამის ზეთიც.

გთავაზობთ ქოქოსის ზეთის გამოყემენის რამდენიმე გზას:

  • გაღვიძებისთანავე, უზმოზე, გამოივლეთ სუფრის კოვზი ქოქოსის ზეთი, ცოტა ხანს ჩაიგუბეთ. შემდეგ გადმოანერწყვეთ და ჩვეულებრივი წესის მიხედვით გაიხეხეთ კბილები.
  • რბილი ქსოვილი გააჯერეთ ზეთით და გაიხეხეთ კბილები. პროცედურა გაიმეორეთ სასურველი შედეგის მიღებამდე ყოველდღე.
  • ქოქოსის ზეთი შედეთ მაცივარში და ოდნავ შესქელებული მასა გამოიყენეთ კბილის პასტის ნაცვლად.

7. აქტივირებული ნახშირი

აქტივირებული ნახშირი შთანთქავს უსიამოვნო სუნს, ანადგურებს ბაქტერიებს და მოქმედებს როგორც სადეზინფექციო საშუალება. თუ იგრძნობთ მგრძნობელობის მომატებას, შეწყვიტეთ მისი გამოყენება.

გთავაზობთ აქტივირებული ნახშირის გამოყენების რამდენიმე გზას:

  • აქტივირებული ნახშირის აბები დაფშვენით. ფხვნილში ჩაყავით სველი კბილის ჯაგრისი და 2 წუთის განმავლობაში   გაიხეხეთ კბილები. ჩამოიბანეთ პირის ღრუ საფუძვლიანად, სანამ ნერწყვი გამჭვირვალე არ გახდება.
  • აქტივირებული ნახშირის ფხვნილს დაამატეთ რამდენიმე წვეთი წყალი, უნდა მიიღოთ სქელი პასტისებური მასა. კბილები გაიხეხეთ 2 წუთის განმავლობაში და პირის ღრუ საფუძვლიანად ჩამოიბანეთ. გაიმეორეთ კვირაში 2-3-ჯერ.

გისურვებთ ჯანმრთელობას!